x
image
ციცი
Mediator image
პირველად ამერიკის ისტორიაში "მის ამერიკის" ტიტულის მფლობელი ინდური წარმოშობის ლამაზმანი გახდა(+ ფოტოები)
image


საინტერესოა, რატომ ჰქვია კონკურსს "მის ამერიკა 2014", როცა ჯერ კიდევ 2013 წელია. ამ კონკურსში მონაწილეობას ღებულობენ ამერიკის სხვადასხვა შტატებში, სილამაზის კონკურსში გამარჯვებული კონკურსანტები.

ეს სილამაზის კონკურსი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 17-დან 24 წლამდე გოგონებს, ამერიკაში 1921 წლიდან ყოველწლიურად ტარდება.



კონკურსის ფინალი გაიმართა ნიუ-ჯერსის შტატში, ატლანტიკ სითიში. ყველაზე ლამაზი ამერიკელი გოგონას ტიტული, წილად ხვდა ინდური წარმოშობის ლამაზმანს, 24 წლის ნინა დავულურის. ეს ამერიკის ისტორიაში პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ტიტული ინდოელ გოგონას ერგო.

სილამაზის კონკურსში 53 გოგონა მონაწილეობდა, რომელთაგან 15 გავიდა ფინალში.


კონკურსი ჩვეული წესით მიმდინარეობდა. მონაწილეები ჟიურის და საზოგადოების წინაშე გამოდიოდნენ საღამოს კაბებში და საცურაო კოსტიუმებში, კონკურსანტებს უნდა გამოევლინათ ინტელექტი და ნიჭი, და ბოლოს ჟიურის წევრების შეკითხვებზე პასუხი გაეცათ.

ნინა დავულურმა ნიჭიერთა კონკურსზე, ნაციონალური ინდური ცეკვა შეასრულა.

"მის ამერიკა 2014" პრიზის სახით 50 ათას დოლარს მიიღებს. მეორე ადგილზე გავიდა "მის კალიფორნია" და მესამეზე ლამაზმანი ოკლაჰამოს შტატიდან. ისინი შესაბამისად აიღებენ 25 ათას და 20 ათას დოლარს.

სილამაზის კონკურსში პირველად მიიღო მონაწილეობა გოგონამ, 22 წლის ტერეზა ვეილმა, კანზასის შტატიდან, რომელსაც ტანზე ტატუირება ჰქონდა.

image

ასევე კონკურსში მონაწილეობდა დაბადებიდან ინვალიდი, უხელო გოგონა, 23 წლის ნიკოლ კეპლი, აიოვას შტატიდან.

image

გთავაზობთ ფოტოებს ამ სილამაზის კონკურსიდანimage
imageimageimage





imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

3
104
3-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
104
  
2013, 17 სექტემბერი, 11:59
ალბათ შემყვა
2013, 17 სექტემბერი, 11:53
მემგონი ზოგი დზველი სურათები გაქვს გარეული,აქ ქერა რომარი მის ნიუ იროკი ეს ამაზე არ იქნებოდა,რადგან გამარჯვებული იყო მის ნიუიორკი
2013, 17 სექტემბერი, 11:52
მეც დავდე გუშინ,თუმცა შენი უფრო სრულყოფილია
0 1 3