კულტურა დევიდ კოპერფილდი და მისი 5 ამოუცნობი ტრიუკი (+ვიდეოები) 2013, 17 სექტემბერი, 1:24 ცნობილი ილუზიონისტი დევიდ კოპერფილდი 1965 წლის 16 სექტემბერს ნიუ-ჯერსიში დაიბადა. მისი ნამდვილი სახელი და გვარია დევიდ სეტ კოტკინი. ბიჭუნა ჯერ კიდევ ათი წლის ასაკში დაინტერესდა მაგიით. წარმატებასაც არ დაუგვიანია, 12 წლის ასაკში მიიწვიეს ამერიკული მაგიის საზოგადოებაში, 16 წლის იყო და უკვე ნიუ-იორკის უნივერსიტეტში მაგიის კურსზე სწავლობდა, მალევე ფორდამის უნივერსიტეტში ჩაირიცხა. სწორედ ფორდამში სწავლის დროს დაირქვა ახალი სახელი-დევიდ კოპერფილდი.
დევიდმა მალე გაითქვა სახელი და ჯადოქრის რეპუტაციაც დაიმკვიდრა. ის დღემდე ერთ-ერთ ცნობილ ილუზიონისტად ითვლება. ახლა კი გთავაზობთ მის 5, ყველაზე ცნობილ და დაუჯერებელ, ტრიუკს. დევიდი დაფრინავს. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია. "ეს ადამიანია, თუ ბეტმენი"-გაიძახოდნენ გაოგნებული მაყურებლები. საოცარია არა? ფიზიკის კანონები+ცოტაოდენი მაგია და ფოკუზიც მზადაა. კოპერფილდის საიდუმლო დაწვრილებით იხილეთ შემდეგ ვიდეოში. დევიდმა შეძლო და უამრავი ადამიანის თვალწინ თავისუფლების ქანდაკება გააქრო. როგორ მოახერხა? როდესაც ქანდაკება საფარველის ქვეშ მოექცა ყველა განათება გამორთო ადამიანებს შეექმნათ "სიბრმავის ეფექტი", მოგვიანებით კი მათი ყურადღება ვერტმფრენმა მიიპყრო. დევიდმა ჩინეთის დიდ კედელში გაიარა. "სიკვდილის ხერხი" დევიდი შუაზე გაიჭრა??? შეუძლებელია, მაგრამ მან შენობიდან თავის დაღწევა შეძლო... 533 5-ს მოსწონს
|