x
image
არტურ
სორკინის ახალი მისია...
image კონკრეტული ნიუსი უცხოელმა პრესამ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ გაავრცელა, თუმცა მაშინ სორკინისგან დადებითი პასუხი ჟურნალისტებმა ვერ მიიღეს. რამდენიმე დღის წინ კი, ოსკაროსანმა სცენარისტმა აღიარა რომ სტუდია Sony-იმ მას მას სტიბ ჯობსის შესახებ სცენარის დაწერა შეუკვეთა.

სორკინი, უოლტერ აიზერკის ტიბ ჯობსის ავტობიოგრაფიის მიხედვით იმუშავებს რომელიც გამოსვლის დღიდან ბესტსელერი გახდა. პრესის განცხადებით წიგნის ავტორს სტუდიამ ერტი მილიონი დოლარი გადაუხადა რითიც მისი ეკრანიზაციის უფლება მოიპოვა. ამჟამად, სორკინი ბეტსელერის კითხვით არის დაკავებული, რათა სცენარის წერის დროს, უფრო ზუსტად ასახოს სტივ ჯოფსის მართლაც საინტერესო და უნიკალური ცხოვრება.

აღსანიშნავია რომ ზუსტად სორკინს ეკუთვნის "ოსკარზე" ნომინირებული "სოციალური ქსელის" სცენარი, რომელშიც Facebook-ის დაარსების ისტორია გახლდათ ასახული. ცუკერბერგიდან სტიბ ჯობსზე გადასვლა წესით, სორკინს არ უნდა გაუჭირდეს. სუმართლისთვის უნდა ითქვას სტუდია კონკრეტული პროეკტისთვის უკეთეს სცენარის (ვიდრე არონ სარკონია), ვერც შეარჩევდა.

პირველ რიგში სორკინისთვის უკვე ნაცნობი თემა გახლავთ ტექნოლოგიური განვითარება და მეორე - სცენარისტის უდავოდ დიდი გამოცდილება გარანტიას იძლევა რომ ჩვენი საუკუნის ერთერთი ყველაზე გამოჩენილი პიროვნების ავტობიოგრაფია, უფრო ფასეული ნამუშევარი გამოვა, ვიდრე ჩვეულებრივი ბიოპიკი.


"ის მშვენიერი საქმოსანი, უდიდესი არტისტი და გამოჩენილი სააზროვნე გახლდათ - განაცხადა სორკინმა სტივ ჯობსზე - დიახ ვადასტურებ რომ, სტუდია Sony-იმ მისი ცხოვრების შესახებ შემიკვეთა თუმცა უნდა ვაღიარო რომ მნიშვნელობა არ აქვს ვინ იმუშავებს სცენარზე, მომავალი ფილმი მაინც უმნიშვნელოვანესი იქნება.

კიდევ ერთი დიდი პლუსი, რის გამოც სტდიას ზუსტადაც სორკინთან მუშაობა სურს, ეს, სცენარში დიალოგების წარმართვის მისი მართლაც შეუდარებელი ნიჭია, რომელიც კონკრეტულ ნამუშევარს მართლაც საინტერესოს გახდის. ცოტა თუ მოიძებნა ამჟამად ჰოლივუდში სცენარისტი, რომელსაც ასე ნიჭიერად და დრამატურგიურად ზუსტად შეეძლოს სცენარის აწყობა. ალბათ, ამიტომაც, არ უნდა იყოს გასაყვირი, რომ სტუდია Sony ყბელაფერს გააკეთებს, რათა, კონკრეტულ ფილმზე, არა ვინმე სხვამ არა მედ სორკინმა იმუშაოს.

სტივ ჯობსის ცხოვრების რომელ პერიოდზე გაამახვილებს ყურადღებას სცენარისტი, ჯერჯერობით უცნობა, თუმცა ჯობსის ბიოგრაფიას თუ ერთხელ მაინც გადავავლებთ თვალს დავრწმუნდებით მისი ბიოგრაფიის ყოველი წელი, უმნიშვნელოვანესი თუ არა, საინტერესო მაინც - ყოველთვის - იყო.

ასე რომ წინ მაყურებლებს - კიდევ - ერტი - ბიოპიკი ელოდება, რომელიც სავარაუდოთ, არა მორიგი ფილმი არამედ უფრო მეტი იქნება........

0
16
6-ს მოსწონს
ავტორი:არტურ
არტურ
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0