მსოფლიო Google+ - Facebook-ის წინაღმდეგ მარცხი განიცადა? 2012, 1 მაისი, 17:02 თავიდან ანალიტეკოსების აზრი ორად გაიყო, თუმცა უმრავლესობა მაინც არნიშნავდა რომ Google+ თუ Facebook-ის ვერ მოერეოდა, მისი ძლიერი კონკურენტი მაინც გახდებოდა. მაგრამ ამჟამად, ყველა ერთხმად თამხვდება, google+-მა სრული კრახი განიცავა, რის გამოც მთავარ სოციალურ ქსელად ზემოდ ხსენებული Facebook-ი რჩება.
კონკრეტულ აზრს არ ეთანხმება თვითონ კომპანია google, რომელიც აღნიშნავს რომ ოთხი თვე ძალან პატარა დრო გახლავტ იმისთვის, რომ ზუსტად გაარკვიო, თუ რა შეუძლია ახალ სოციალურ ქსელს. მათი განცხადებებიტ, google+ იდეალური სერვისია, რომელიც დროთა განმავლობაში კიდე იტყვის თავის სათქმელს.
მიუხედავათ იმისა, პრესამ უკვე ხმამაღლა დაიწყო საუბარი, რომ კონკრეტულმა პროეკტმა უბრალოთ არ გაამართლა, რის გამოც სულ მალე google+ " განადგურება" ემიქრება. Forbes-მა ალბათ, ყველაზე აპატაჟური სათაურით გამოაცხო სტატია "google+-ის ეპიტაფიას", ხოლო Slate-მა ყველანაირი მოურიდებლობის გარეშე აღნიშნა რომ "google+ მკვდარია".
აღსანიშნავია, რომ 4 თვის წინ google+-მა პატარა "რევოლუცია" მაინც მოახდინა რამდენიმე კვირაში მისმა მომხმარებელმა მართლაც რეკორდულ რაოდენობას მიაღწია, თიმცა მათი შენარჩუნება საძიებო სისტემის გიგანტმა ვეღარ შეზლო. მოკლედ რომ ვთქვათ, ხალხმა ისევ ძველი და გამოცდილი Facebook-ი აირჩია.
ყველაფერი ის, რითიც google+-ი აქტუალური უნდა ყოფილიყო, უმალვე Facebook-ის ფუნქციებშიც გამოჩნდა, რამაც ახალ სერვისზე გადასვლა უაზრობა გახადა. ვერ გეტყვით, რა მიზნები აქვს google+-ს თუმცა ამჟამად, რაიმე რეალურზე ან თუმდაც ლოგიკურზე საუბარი, უაზრობაა. უცხოური პრესა აღნიშნავს რომ ახალმა სოციალურმა ქსელმა, თავისი მომხმარებლის დაინტერესება ვერ შეძლო, რის გამოც, მომავალი წლები კვლავ Facebook-ის ხელშია. google+-ის ვეცეპრეზიდენტის, ბრედლი ჰოროვიცის თქმით არსებული კომპანია უფრო დიდ და მაშტაბურ პროეკტს ქმნის ვიდრე უბრალოდ სოციალური ქსელია. მისი აღვნიშნიტ google+-ი ცდილობს თავისი არსებული პროდექტები როგორც Gmail, youtube, blogger-ია გააერთიანოს და ამით მომხმარებლის საქმიანობა უფრო მეტად გაადვილოს. ვერ გეტყვით შეესაბამება თუ არა რეალობას ვიცეპრეზიდენტის სიტყვები, თუმცა ერთი ფაქტად რჩება, ამჟამად და უახლოვეს მომავალში პირველობას მხოლოდ ერთადერთი საციალური ქსელი შეინარჩუნებს რომელის სახელიც ასე უბრალოდ ჟღერს- Facebook. 74 8-ს მოსწონს 1-ს არა
|