უცხოური პრესა სორკინის ახალი მისია... 2012, 1 მაისი, 17:31 ![]() "ის მშვენიერი საქმოსანი, უდიდესი არტისტი და გამოჩენილი სააზროვნე გახლდათ - განაცხადა სორკინმა სტივ ჯობსზე - დიახ ვადასტურებ რომ, სტუდია Sony-იმ მისი ცხოვრების შესახებ შემიკვეთა თუმცა უნდა ვაღიარო რომ მნიშვნელობა არ აქვს ვინ იმუშავებს სცენარზე, მომავალი ფილმი მაინც უმნიშვნელოვანესი იქნება. კიდევ ერთი დიდი პლუსი, რის გამოც სტდიას ზუსტადაც სორკინთან მუშაობა სურს, ეს, სცენარში დიალოგების წარმართვის მისი მართლაც შეუდარებელი ნიჭია, რომელიც კონკრეტულ ნამუშევარს მართლაც საინტერესოს გახდის. ცოტა თუ მოიძებნა ამჟამად ჰოლივუდში სცენარისტი, რომელსაც ასე ნიჭიერად და დრამატურგიურად ზუსტად შეეძლოს სცენარის აწყობა. ალბათ, ამიტომაც, არ უნდა იყოს გასაყვირი, რომ სტუდია Sony ყბელაფერს გააკეთებს, რათა, კონკრეტულ ფილმზე, არა ვინმე სხვამ არა მედ სორკინმა იმუშაოს. სტივ ჯობსის ცხოვრების რომელ პერიოდზე გაამახვილებს ყურადღებას სცენარისტი, ჯერჯერობით უცნობა, თუმცა ჯობსის ბიოგრაფიას თუ ერთხელ მაინც გადავავლებთ თვალს დავრწმუნდებით მისი ბიოგრაფიის ყოველი წელი, უმნიშვნელოვანესი თუ არა, საინტერესო მაინც - ყოველთვის - იყო. ასე რომ წინ მაყურებლებს - კიდევ - ერტი - ბიოპიკი ელოდება, რომელიც სავარაუდოთ, არა მორიგი ფილმი არამედ უფრო მეტი იქნება........ 16 6-ს მოსწონს
|