x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ვახტანგ კიკაბიძემ კრემლში კონცერტზე გამოსვლაზე უარი განაცხადა

imageვახტანგ კიკაბიძემ უარი განაცხადა კონცერტში მონაწილეობაზე, რომელიც მოსკოვის კრემლის სასახლეში უნდა გაიმართოს 4 ნოემბერს სახელწოდებით "Мы едины."ღონისძიებაზე დაგეგმილია მოიწვიონ 6 ათასი სტუმარი რუსეთიდან და დ.ს.თ-ს ქვეყნებიდან, იუწყება Интерфакс-ი."რა დამრჩენია კრემლში?არ მინდა და არც ვაპირებ იქ წასვლას"-განაცხადა მომღერალმა.კონცერტი ორგანიზატორების თქმით არაკომერციულია, მისი მიზანია"პოტენციური მოქალაქეების კონსოლიდაცია პუტინის პროგრამის პლატფორმის გარშემო, აგრეთვე სამართებლივი სამოქალაქო საზოგადოების ძალების შექმნისთვის გაერთიანება."კიკაბიძის განცხადებით, აგვისტოს ომის შემდეგ მას პირველად სთხოვეს გამოსულიყო რუსეთში."5 წელია არავის ვუკითხივარ, ახლა მიკითხეს, მე არ ვიცი ვინაა ორგანიზატორი კონცერტის, მომივიდა წერილი და მისი წაკითხვის შემდეგ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს საბჭოთა კავშირი უნდა აღდგეს"-დასძინა ვახტანგ კიკაბიძემ. ამასთანავე მომღერალმა აღნიშნა, რომ რუსეთის აუდიტორიის წინაშე არ გამოსვლამ მას ფაქტიურად ძილი დაუფრთხო:"ჩემთვის ძალიან ძნელია არ ვიმღერო რუსებისთვის, ამჟამად სტრესში ვარ, ღამე ცუდად მძინავს, მე ძალიან მიყვარს რუსული აუდიტორიის წინაშე გამოსვლა, არ შემიძლია გამოვხატო თუ რა დონეზე ვწუხვარ."-აღიარა მომღერალმა.

0
18
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0