შოუბიზნესი ვარსკვლავები პროპაგანდას უწევენ მშობიარობას ხანდაზმულ ასაკში 2013, 13 სექტემბერი, 22:35 ![]() ![]() თავისი პირველი შვილი-გოგონა დევა, მონიკამ გააჩინა 39 წლის ასაკში, როცა ის უკვე სახელგანთქმული და პოპულარული მსახიობი იყო. მეორე შვილი კი უკვე 45 წლისას ეყოლა.მიუხედავად იმისა, რომ ეს დაუგეგმევი ორსულობა იყო, მონიკამ უარი არ თქვა ბავშვის გაჩენაზე. მშობიარობა ნორმალურად, ყოველგვარი გართულებების გარეშე წარიმართა. მსახიობს მიაჩნია, რომ ორსულობის დაგეგმვაში მთავარ როლს ასაკი კი არ თამაშობს, არამედ ქალის ფსიქოლოგიური მზადყოფნა შეცვალოს თავისი სამყარო და გახდეს დედა. ზოგისათვის ეს დრო დგება 25-30 წლის ასაკში, ზოგისათვის გაცილებით გვიან. თავად მონიკა თვლის, რომ დაფეხმძიმდა მაშინ, როცა დედობისათვის მაქსიმალურად იყო მზად. მართლაც, გენდერული როლების შეცვლამ და ქალის აქტიურმა ჩართვამ საზოგადოებრივ ცხოვრებაში გამოიწვია ის, რომ წარმატებული ქალების უმეტესი ნაწილი დედობისათვის საკმაოდ გვიან იცლიან. აშშ-სა და ევროპის ბევრ ქვეყანაში "გვიანდელი" დედები გაცილებით ბევრნი არიან, ვიდრე ისინი, ვინც ძალიან ახალგაზრდა ასაკში აჩენენ შვილს. ![]() ![]() ![]() ![]() 94 12-ს მოსწონს 2-ს არა
|