x
image
t.x.
სურათი, რომელზეც დახატული ბავშვები ადგილს იცვლიან

imageარსებობს ამოუცნობი მოვლენები თუ ფაქტები, რის წინაშეც უძლურნი ვართ. ბევრჯერ გაგვიგია რომ ამა თუ იმ ნივთის ქონა სახლში სასიკეთოა, ზოგს კი უბედურება მოაქვს. ეს განსაკუთრებით ძველ ნივთებს ეხება. მათ უბედურება მოაქვთ ყველა იმ ოჯახისთვის სადაც შეიტანენ.

კალიფორნიელი მხატვრის ბილ სტოუნჰემის ნახატი “Hands Resist Him” (ხელები ეწინააღმდეგებიან) დაწყევლილად ითვლება. ის მხატვარმა ფოტოსურათის მიხედვით 1972 წელს დახატა. სურათზე იგი თავის უმცროს დასთან ერთადაა გამოსახული მშობლიური სახლის წინ. მათ უცნაური, თითქოს თოჯინებისმაგვარი უსიცოცხლო სახეები აქვთ. ამ ნახატს ბევრი საშინელი ისტორია უკავშირდება. პირველი მსხვერპლი იყო ხელოვნებათმცოდნე, რომელმაც ნახატი შეაფასა. მეორე, მისი მყიდველი ამერიკელი მსახიობი, რომელიც მალევე გარდაიცვალა. სურათი რამდენიმე ხნით გაუჩინარდა. შემდეგ ისევ გამოჩნდა ნაგავსაყრელზე და ოჯახის უფროსმა ის თავისი შვილების ოთახში დაკიდა. კოშმარებიც დაიწყო. პატარა გოგონა ყოველ ღამე ტიროდა და მშობლებთან გარბოდა, რომ სურათზე ბავშვები ჩხუბობდნენ და ერთმანეთს ადგილს უცვლიდნენ. მშობლებმა გოგონას არ დაუჯერეს და კამერა დააყენეს. ფაქტი დადასტურდა. ბავშვებმა რამდენჯერმე შეიცვალეს ადგილები.

ოჯახმაც სასწრაფოდ მოიშორა სურათი თავიდან და ინტერნეტ-აუქციონზე გაიტანა. მრავალი წელი მოდიოდა აუქციონის ორგანიზატორთა მისამართით წერილები, რომ სურათი ადამიანებს ცუდად ხდიდა. ბოლოს ის კერძო გალერეის მეპატრონემ 1025 $ იყიდა. ახლა მისი მისამართით დაიწყო საყვედურები. ექსტრასენსები ამბობდნენ, რომ სურათიდან ბოროტება მოდიოდა. ზოგმა კი გაიხსენა კალიფორნიის გორაკებზე მომხდარი ბავშვების ტომის და ლაურას ცნობილი მკვლელობა. ამბობდნენ, რომ ისინი ძალიან ჰგავდნენ სურათზე გამოსახულთ.

ეს კი ის ფოტოა, რომლის მიხედვითაც შეასრულა მხატვარმა ნახატი:image








0
334
7-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
334
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0