x
image
natia.a
77 ადამიანის მკვლელობისთვის გასამართლებული ანდერს ბრეივიკი სტუდენტი გახდება
imageსააგენტო BBC-ის ინფორმაციით ანდერს ბრეივიკი, რომლის მიერ მოწყობილმა ტერაქტმა 2011 წელს ნორვეგიაში 77 ახალგაზრდას სიცოცხლე შეიწირა, ოსლოს უნივერსიტეტის სტუდენტი გახდება. ამ ამბავმა ბევრის აღფოთება გამოიწვია, რასაც უნივერსიტეტის პრეზიდენტმა შემდეგი სიტყვებით უპასუხა: "ეს ახდენს სწორედ იმის დემონსტრაციას, თუ როგორ განსხვავდება ჩვენი ღირებულებები მის ღირებულებებისგან".


34 წლის ბრეივიკი, რომელსაც 21 წელი აქვს მისჯილი, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ისწავლის და პირდაპირი კონტაქტი არ ექნება უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან. ამასთან, რამდენადაც ბრეივიკის ამჟამინდელი კვალიფიკაცია ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომლებიც საჭიროა პოლიტიკური მეცნიერებების ხარისხის მისანიჭებელ პროგრამაზე სწავლისთვის, იგი ინივიდუალური მოდულების მიხედვით ისწავლის.

image

შეგახსენებთ, რომ ანდერს ბრეივიკმა 2011 წლის 22 ივლისს ბომბი ჯერ ოსლოს ერთ–ერთ უბანში ააფეთქა და შემდეგ კუნძულ უტოიაზე გადავიდა, სადაც ის ადამიანები დახოცა, რომლებიც საზაფხულო ბანაკში ნორვეგიის ლეიბორისტული პარტიის წვეულებას ესწრებოდნენ. მსხვერპლთა უმრავლესობა თინეიჯერი იყო. სულ ამ ტერაქტს 77 ადამიანი ემსხვერპლა.



image



ვერაფერს, იტყვი, "სამართლიანი" კანონია...

0
213
3-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
213
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0