სხვა საიდან წარმოიშვა ცნობილი კომპანიების და ბრენდების სახელწოდებები 2013, 12 სექტემბერი, 17:35 ყოველდღე ჩვენ ვაწყდებით დიდი რაოდენობით სახელწოდებებს.ვსარგებლობთ ცნობილი კომპანიების პროდუქტებით, მაგრამ ნაკლებად ვიცით საიდან წამოვიდა ამა თუ იმ ფირმის დასახელება.მინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე მათგანი:
Adobe-მდინარის Adobe Creek ის საპატივცემულოდ ეწოდა, რომელიც მიედინებოდა კომპანიის დამფუძნებლის სახლის უკან. Adidas - ერთ ერთი დამფუძნებლის ადი დასლერის საპატივცემულოდ. Apple - ვაშლი გახლდათ სტივ ჯობსის საყვარელი ხილი. Cisco - San Francisco-ს შემოკლებული ვარიანტია. Fuji-იაპონიის ყველაზე მაღალი მთის, ფუჯის საპატივცემულოდ ეწოდა. Hitachi-იაპონურად განთიადს ნიშნავს. Hyundai-კორეულად ნამდვილს ნიშნავს. LG-იშიფრება როგორც Lucky и Goldstar. Nikon- თავიდან იყო Nippon Kogaku, რაც ნიშნავს იაპონურ ოპტიკას. Sony-ლათინურიდან «Sonus»-ხმას ნიშნავს. Sanyo-ჩინურად სამ ოკეანეს ნიშნავს. Siemens-დაფუძნებულია 1847 წელს ფონ სიმენსონის მიერ. Mitsubishi-აღნიშნული სახელწოდება მოიფიქრა კომპანიის დამფუძნებელმა ატარო ივასაკიმ 1870 წელს, რაც იაპონურად ნიშნავს სამ ბრილიანტს. Toshiba-წარმოიშვა ორი კომპანიის Tokyo Denki-ის და Shibaura Seisaku-sho-ს შერწყმით. SUN-დაფუძნებულია 4 მეგობრის მიერ და იშიფრება როგორც Stanford University Network. Microsoft- MICROcomputer SOFTware ადრე იწერებოდა როგორც Micro-Soft, შემდეგ ტირე მოაშორეს. HP - დამფუძნებლები გახლავთ Bill Hewlett და Dave Packard, ალბათ ხვდებით როგორ წარმოიშვა ეს სახელწოდება. Daewoo- დამფუძნებელმა Kim Woo Chong-მა საკმაოდ მოკრძალებული სახელწოდება შეურჩია თავის ფირმას "დიდი სამყარო". სწორედ ასე ითაგმნება Daewoo კორეულიდან. 98 2-ს მოსწონს
|