x
image
ირე
„Starbucks“
imageსახელწოდება „Starbucks“ გლობალური ყავის ბაზარზე გამოჩნდა 1971 წელს - ეს იყო მაღაზია, რომელიც გახსნა სამმა მეგობარმა, რომლებიც „აფანატებნენ“ კარგ ყავაზე.ვინაიდან მყიდველები ცოტა ჰყავდათ, ისინი სიხარულით ხარჯავდნენ დიდ დროს თითოეულ მათგანზე, ესაუბარებოდნენ ყავაზე, უზიარებდნენ საიდუმლოებებს და ფაქტიურად ქადაგებდნენ სიყვარულს ამ „სასმელის“ მიმართ. ჰოვარდ შულცის სიუჯიუტის დამსახურებაა ის, რომ დღესდღეობით მთელი მსოფლიოს მასშტაბით სტაბაქსის 2000 მაღაზია არსებობს.შეიცვალა ყველაფერი, გარდა სიყვარულისა ყავის მიმართ.


image

ყავა სტარბაქსში დამეწმუნებით რომ ძალიან კარგია, მაგრამ როგორც აცხადებს თვითონ კომპანია, როდესაც ჩაატარეს გამოკითხვა და სთხოვეს მომხმარებლებს დაესახელებინათ

მიზეზები თუ რატომ დადიან სტაბაქსში, პირველ ადგილზე აღმოჩნდა სოციალური გამოცდილება. ანუ სტარბაქსში მოდიან იმისთვის, რომ იურთიერთონ, იმუშაონ და ზოგჯერ უბრალოდ ხალხის დასათვალიერებლად. შულცის მთელი კომპანია სწორედ მიმართული იყო იმაზე, რომ შეექმნათ ისეთი გარემო, რომელიც მომხმარებელს თავს აგრძნობინებდა როგორც საკუთარ სახლში. კომფორტული ავეჯი, ბუხარი, ინტერიერი, განათება, სასიამოვნო მუსიკა, უფასო ინტერნეტი სწორედ ასეთ ატმოსფეროს ქმნის. ჰოვარდი ყოველთვის უსვამდა ხაზს იმას, რომ ეს იყო ადგილი არა კუჭის, არამედ სულის შესავსებად.მან აგრეთვე გამოიგონა ტერმინი „მესამე ადგილი“, ანუ რაღაც საშუალო სახლსა და სამსახურს შორის.


image

„კაპუჩინო ირინასთვის“-!
ისმის სტარბაქსის მაღაზიაში, ვიღაც ირინა, რომელსაც გამყიდველი ალბათ ვეღარასდროს გაიხსენებს, მოდის დახლთან და მიაქვს ჭიქა ყავით, რომელზეც მარკერით აწერია მისი სახელი. თითქოს და არაფერია მაგაში განსაკუთრებული, მაგრამ ძალიან სასიამოვნოა. სწორედ რომ ეს ცნობილი „არაფერი“ გახდა სტარბაქსის სავიზიტო ბარათი, რომელიც მიუთითებს ბრენდის თბილ და ყურადღებიან დამოკიდებულებაზე თავისი მომხმარებლის მიმართ.

0
132
1-ს მოსწონს
ავტორი:ირე
ირე
132
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0