ქატოს, ორგანიზმის განწმენდისა და გაჯანსაღების კუთხით უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია. ის შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედს, მიკროელემენტებს, კერძოდ კალიუმს. B ჯგუფის ვიტამინებს, კუჭ-ნაწლავზე და პერისტალტიკაზე სასარგებლო ზემოქმედებას ახდენს. როგორც აღმოჩნდა ქატოს გახდომის მიზნით იყენებენ.
ქატოს დიეტა სასარგებლოს იმ კუთხით, რომ ზემოთ დასახელებული სასარგებლო ნივთიერებებისგან არ მოხდება ორგანიზმის გამოფიტვა.
გასახდომი ქატო უნდა მივიღოთ დღეში 3-ჯერ, 1 სუფრის კოვზი და უნდა დააყოლოთ 1-2 ჭიქა წყალი. ქატოს მიღებიდან სამი საათი არაფრის ჭამა არაა მიზანშეწონილი. დღიური რაციონი 1200დან 1300 კალორიამდე უნდა შემცირდეს. შეგიძლიათ მიირთვათ ხილი, ბოსტნეული, უცხიმო ხორცი, თევზი და უცხიმო რძის პროდუქტები. დიეტის ხანგრძლივობაა არაუმეტეს 10 დღისა..
შესაძლებელია გამოსასვლელ დღეს ქატოთი განტვირთვის მოწყობაც, ამისთვის დღეში სამჯერ უნდა მიირთვათ 2კოვზი ქატო 1ჭიქა წყალთან ერთად და 1, 5 ლოტრი კეფირი მთელი დღის განმავლობაში. ასეთი კვება გაააქტიურებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას და უმჯობესია ეს დღე სახლში გაატაროთ, ხოლო მსგავსი განტვირთვა, მხოლოდ 10დღეში ერთხელ და გვახსოვდეს: ორგანიზმის შესაძლებლობებს ბოროტად ნუ გამოვიყენებთ!.
ში გოჭებს აჭმევენ მოსუქდენო...