შოუბიზნესი დღეს ქეთა თოფურიას ქორწილი და დაბადების დღეა 2013, 9 სექტემბერი, 17:43 დღეს რუსული შოუბიზნესის ქართველი მომღერალი 27 წლის გახდა. მისთვის ეს დღე ორმაგად სასიხარულოა, ვინაიდან ქეთას დღეს ქორწილიც აქვს. მისი რჩეული, კი უკვე ყველასთვის კარგად ცნობილი ებრაელი ბიზნესმენი ლევ გეიხმანია. როგორც იცით, ქეთამ და ლევმა ხელი 7 სექტემბერს მოაწერეს. მოკრძალებული ცერემონიალი გაიმართა მოსკოვში, კუტუზოვის სახელობის რეესტრში. ხელისმოწერას ესწრებოდა დაახლოებით 10 უახლოესი ადამიანი. ხელისმოწერის შემდეგ კი ქეთა და ლევი სხვადასხვა მიმართულებით წავიდნენ თავის საქმეებზე. გარდა ამისა, ქეთამ თავისუფლებასთან გამოსამშვიდობებელი საღამო მოაწყო, რომელსაც მხოლოდ მისი მეგობარი გოგონები ესწრებოდნენ. ხოლო დღეს კი გრანდიოზული ქორწილი აქვს, რომელზეც პარიზიდან ჩამოტანილი ძვირფასი კაბა ეცმევა. 1084 5-ს მოსწონს
|