x
image
hamunaptra1990
დღეს ქეთა თოფურიას ქორწილი და დაბადების დღეა
image

დღეს რუსული შოუბიზნესის ქართველი მომღერალი 27 წლის გახდა.

მისთვის ეს დღე ორმაგად სასიხარულოა, ვინაიდან ქეთას დღეს ქორწილიც აქვს. მისი რჩეული, კი უკვე ყველასთვის კარგად ცნობილი ებრაელი ბიზნესმენი ლევ გეიხმანია.

როგორც იცით, ქეთამ და ლევმა ხელი 7 სექტემბერს მოაწერეს. მოკრძალებული ცერემონიალი გაიმართა მოსკოვში, კუტუზოვის სახელობის რეესტრში. ხელისმოწერას ესწრებოდა დაახლოებით 10 უახლოესი ადამიანი. ხელისმოწერის შემდეგ კი ქეთა და ლევი სხვადასხვა მიმართულებით წავიდნენ თავის საქმეებზე.

გარდა ამისა, ქეთამ თავისუფლებასთან გამოსამშვიდობებელი საღამო მოაწყო, რომელსაც მხოლოდ მისი მეგობარი გოგონები ესწრებოდნენ.



ხოლო დღეს კი გრანდიოზული ქორწილი აქვს, რომელზეც პარიზიდან ჩამოტანილი ძვირფასი კაბა ეცმევა.

0
1084
5-ს მოსწონს
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
1084
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0