ასტროლოგები თვლიან რომ, განსაზღვრული სახის გატაცება დაკავშირებულია ზოდიაქოს ნიშნებთან, რისი დახმარებითაც შეიძლება საინტერესო რამ გავიგოთ საკუთარ თავზე, მეგობრებზე და ახლობლებზე.
![ხასიათები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით image](http://server2.intermedia.ge/article_images/small/201309/2013090914404919782.png)
ვერძი-(21.03-20.04)-მთელი ცხოვრების მანძილზე ვერძი რიგ გატაცებებს წარმოადგენს. იგი თვლის, რომ ცხოვრება-ეს მოძრაობაა. ამიტომ მათი ცხოვრება სავსეა ღონისძიებებით. ისინი ყოველთვის სადღაც მირბიან: შეხვედრაზე, ცეკვაზე, კონცერტზე... მათი საქმიანობა მრავალფეროვანია. მათი არჩევანი ლოგიკას არ ექვემდებარება. ეს შეიძლება ბრძოლაც იყოს და სამეჯლისო ცეკვებიც. უფრო ხშირად ერთიც და მეორეც.
![ხასიათები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით image](http://server2.intermedia.ge/article_images/small/201309/2013090914524819782.png)
კურო-(21.04-20.05)-კუროებს იზიდავთ ყოველგვარი ხელსაქმე: კერვა, ქსოვა, მძივების ასხმა და ა.შ. იზიდავთ მემცენარეობა და მებაღეობა. თუ დრო აქვთ შეუძლიათ ჰობის გამო ცხოვრების რიტმიც დაარღვიონ. მათთვის ცხოვრებაში მთავარი სიმშვიდის განცდაა.
![ხასიათები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით image](http://server2.intermedia.ge/article_images/small/201309/2013090915032019782.png)
ტყუპები-(21.05-21.06)-ტყუპებს ძალიან განსხვავებული გატაცებები აქვთ: უცხო ენები, ცეკვები, კითხვა, კროსვორდები, კინოში სიარული. უყვართ ექსტრემალური მოგზაურობა. მათ ბევრი ნაცნობი და მეგობარი ჰყავთ. ყველა მათი გატაცება დაკავშირებული უნდა იყოს დიდი რაოდენობის ინფორმაციასთან. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები ხშირად იძინებენ ტელევიზორთან, რადიოსთან და ა.შ.
![ხასიათები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით image](http://server2.intermedia.ge/article_images/small/201309/2013090915090819782.png)
კირჩხიბი-(22.06-22.07)-კირჩხიბებს საკუთარი ბინის მოწყობა იზიდავთ. მისი ლამაზად მორთვა. ბევრი მათგანი ჩაქუჩით ხელში ხშირად საქმიანობს. თუ კირჩხიბები სახლში არ არიან ე.ი. ისინი ან აუზში არიან ან მდინარის ნაპირას..
![ხასიათები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით image](http://server2.intermedia.ge/article_images/small/201309/2013090915121919782.png)
ლომი-(23.07-23.08)-ამ ნიშნით დაბადებულები შემოქმედი ადამიანები არიან. მათ იზიდავთ ფოტოგრაფია. ხატვა, სიმღერა და საიუველირო საქმე. მათთვის შექება სხვა ადამიანებისგან ძალიან მნიშვნელოვანია რომ ისინი საუკეთესოები არიან რამით. მათთვის საზოგადოებაზე შთაბეჭდილების მოხდენა ძალიან მნიშვნელოვანია.
![ხასიათები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით image](http://server3.intermedia.ge/article_images/small/201309/2013090915164419782.png)
ქალწული-(24.08-22.09)-ქალწულების ჩვეული საქმიანობა ეს რაიმე მსუბუქი საქმეა. მათ უყვართ წიგნების შეგროვება, კითხვა, კერვა და მუსიკა. ისინი სტუმრებს მუდამ გემრიელი კერძებით უმასპინძლდებიან დამზადებულს თავისი საკუთარი რეცეპტით.
![ხასიათები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით image](http://server3.intermedia.ge/article_images/small/201309/2013090915263019782.png)
სასწორი-(23.09-23.10)-სასწორებისათვის მეტნაკლებად დამახასიათებელია გატაცება ცეკვებთან დაკავშირებით. ლიტერატურით, ხატვით და საყვარელი ნივთების კოლექციის შეგროვებით. ისინი ძალიან აფასებენ ხელოვნებას. ისინი მთელი სერიოზულობით უდგებიან ამ საქმიანობას.
![ხასიათები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით image](http://server3.intermedia.ge/article_images/small/201309/2013090915310519782.png)
მორიელი-(24.10-22.11)-მორიელი ცდილობს ყოველთვის გამოირჩეოდეს სხვებისგან და ირჩევს ყველაზე უჩვეულო ჰობს. მათ შორის ბევრი ექსტრემალია. თავისი უჩვეულო გატაცებებით იგი დემონსტრირებას უკეთებს თავის შესაძლებლობებს გარშემო მყოფთათვის. შემდეგ კი იგი მშვიდად შეიძლება გავიდეს ბუნებაში და წიგნი წაიკითხოს.
![ხასიათები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით image](http://server3.intermedia.ge/article_images/small/201309/2013090915371819782.png)
მშვილდოსანი-(23.11-21.12)-ყველაზე საყვარელი სფერო ამ ნიშნის მქონე ადამიანებისა-ყველანაირი მოგზაურობა და ცხოველთა სამყაროა. ისინი შეიძლება იხილოთ საცხენოსნო-სპორტულ ბაზაში ან ძაღლების საწვრთნელ მოედნებზე. ამას გარდა მშვილდოსნები აღმერთებენ სიურპრიზების მოწყობას ახლობლებისათვის.
![ხასიათები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით image](http://server3.intermedia.ge/article_images/small/201309/2013090915420619782.png)
თხის რქა-(22.12-20.01)-თხის რქებისათვის ნებისმიერი გატაცება სამუშაოდ გადაიქცევა. თუ ამ ნიშნითაა ადამიანი დაბადებული იგი სერიოზულადაა რაიმეთი გატაცებული და მთელი არსებითაა პროცესში ჩაფლული. მათ განსხვავებული გატაცებები აქვთ: ფოტო საქმე, ხატვა, ნამცხვრების ცხობა. დროთა განმავლობაში ისინი იწყებენ რაიმე ნივთების კოლექციის შეგროვებას.
![ხასიათები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით image](http://server3.intermedia.ge/article_images/small/201309/2013090915470819782.png)
მერწყული-(21.01-19.02)-მერწყულებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების გარემოცვაში ყოფნა ნებისმიერი საქმიანობის დროს. მათ არ უყვართ მარტოობა. მათი ცხოვრების აზრი ეს მეგობრებია. უჩვეულო გატაცებები აქვთ-მონაწილების მიღება მიუზიკლებში, თვითშემოქმედებით წრეებში და ა.შ. მერწყულებს შორის არიან მარტოობის მოყვარულებიც, ისინი გამოგონებებით არიან დაკავებულნი.
![ხასიათები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით image](http://server3.intermedia.ge/article_images/small/201309/2013090915514819782.png)
თევზები-(20.02-20.03)-თევზებს იზიდავთ ყველაფერი რაც მისტიურია, უყვართ ილუზიებში და ოცნებებში ყოფნა. მათ შორის ბევრი წარმატებული მხატვარი, მუსიკოსი, და მწერალია. ზოგიერთებს ფოტოგრაფია და კერვაც იზიდავთ.
ზოდიაქოს რომელ ნიშანსაც არ უნდა მივეკუთვნებოდეთ, საჭიროა გვახსოვდეს რომ თუ ძალისხმევას მოვუხმობთ ყველაფერი გამოგვივა!