x
image
თამარი555
ჩინეთში დაიბადა ფრთიანი კატა
image


ჩინეთში ცხოვრობს კატა, რომელსაც ფრთები გაეზარდა. მისი პატრონი, ხანშიშესული ქალია, რომელსაც ფენგი ჰქვია და ცხოვრობს ქალაქ სიანიაგში. ეს არის ჩვეულებრივი წარმომადგენელი კატისებრთა ოჯახისა, რომელსაც მოულოდნელად ორი წამონაზარდი გაუჩნდა. ფრთების სიგრძე თავიდან ათ სანტიმეტრს შეადგენდა.


პირველად იგი წამონაზარდს წააგავდა, ხოლო რამდენიმე ხნის შემდეგ სრულფასოვან ფრთებად იქცა, რომელიც ძვლებისაგან შედგება და პატრონის თქმით ცხოველი ნამდვილ ანგელოზს დაემსგავსა.


ექსპერტების აზრით, ეს ფენომენი გენეტიკური მუტაციის შედეგია. ისინი აგრეთვე იმასაც ამტკიცებენ რომ ფრთები მის ნორმალურ განვითარებას ხელს არ უშლიან.



ეს შემთხვევა ერთადერთი არ არის მსოფლიოში. მსგავსი შემთხვევებია დაფიქსირებული ინგლისში, შვეციაში და ა.შ.


0
52
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თამარი555
თამარი555
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0