სხვა პოლიციელებმა ვირები შეჭმას გადაარჩინეს 2013, 9 სექტემბერი, 15:36 ინდოელი პოლიციელები შუაღამისას, კვალში გამოუდგნენ მანქანას, რომელშიც სავარაუდოდ დამნაშავეები ისხდნენ. ისინი ცდილობდნენ პოლიციას გაქცეოდნენ. ბოლოს, როდესაც დევნა საბოლოოდ წარმატებით დასრულდა, მათ მანქანაში აღმოაჩინეს არა ოქრო და ძვირფასეულობა ან ნარკოტიკი, არამედ ნაქურდალი აღმოჩნდა 8 ვირი. ქურდებს ვირები მიყავდათ მაჰარაშტრას შტატიდან მეზობელ ანდჰრა პრადეში. ადგილობრივებს სჯერათ, რომ თუკი სადილად ვირის ხორცს მიირთმევენ, ძალა და მხნეობა შეემატებათ. თვითონ ანდჰრა-პრადეში ვირები არასაკმარისია, რადგან ადგილობრივმა ფერმერებმა ვირებს ტექნიკა ჩაანაცვლეს. ამიტომ ქურდები ვირებს მეზობელი შტატიდან იპარავენ, სადაც ეს მშრომელი ცხოველი ბევრია. თითოეული ვირის ფასი 150 დოლარს აღემატება. ძროხებისგან განსხვავებით, რომელსაც ინდოელები აღმერთებენ, ვირებს არ აბავენ და ამიტომ ისინი თავისუფლად დასეირნობენ. ბოლო დროს ვირების დაკარგვის ფაქტი ძალიან გახშირდა. ეტყობა მომრავლდნენ ვირის ჭამით ძალის მომატების მსურველი ინდოელები. 42 2-ს მოსწონს
|