x
image
hamunaptra1990
ქალმა ორი კილო კოკაინი "დაბადა"
image

პოლიციელებისა და მებაჟეების უმრავლესობამ, კარგად იცის თუ რა ხრიკებს მიმართავენ კონტრაბანდისტები. ცოტა ხნის წინ კოლუმბიელი ოფიცრები, გაეცნენ ნარკოტიკების გადაზიდვის კიდევ ერთ მეთოდს, რამაც ისინი გაოგნებაში მოიყვანა.

2013 წლის 6 აგვისტოში კოლუმბიაში ჩავიდა კანადის მოქალაქე, რომელიც ცხოვრობს ტორონტოში - 28 წლის ქალბატონი Tabitha Leah Ritchie. ქალმა თავი წარადგინა, როგორც სოციალური მუშაკი და იოლად გაიარა რეგისტრაციის პროცედურა.

კანადელი ქალბატონი სამშობლოში აპირებდა დაბრუნებას. რიჩი, რომელიც თავის გამობზეკილ მუცელს უკეთებდა დემონსტრირებას, თვითმფრინავის ბორტზე ადიოდა უკვე, როდესაც ინსპექტორი დაინტერესდა, თუ ფეხმძიმობის რომელ თვეში იმყოფებოდა იგი.

ბანალურმა შეკითხვამ 28 წლის ქალში, უცნაური რეაქცია გამოიწვია, რის გამოც საბაჟოს თანამშრომელი დააეჭვა. "ფეხმძიმემ" უკმაყოფილოდ უპასუხა, რომ ის 7 თვის ორსული იყო.image


ქალის ასეთმა რეაქციამ აიძულა კოლუმბიელი პოლიციელები, რომ უფრო საფუძვლიანად შეემოწმებინათ საეჭვო მგზავრი. ქალი-ინსპექტორი შეეხო რიჩის მუცელს და იგრძნო, რომ მუცელი იყო ცივი და მძიმე.image

შემდგომი შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ კანადის მოქალაქეს მიმაგრებული ქონდა ლატექსისგან დამზადებული მუცელი.imageimage

ყალბი მუცლის მოხსნის შემდეგ პოლიციელებმა აღმოაჩინეს, ორი შავი პაკეტი, რომლებთაგან თითოეული თითო კილოს იწონიდა.image

შემდგომი შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ რიჩი ცდილობდა გაკეთებული მუცლით კოკაინი გადაეტანა. რის შემდეგაც კანადელი ქალბატონი დაპატიმრებული იქნა.

აღსანიშნავია, რომ კონტრაბანდის გადატანას არამარტო სხეულის გარედან, არამედ საკუთარი სხეულის შიგნიდანაც ცდილობენ.

0
144
5-ს მოსწონს
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
144
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0