x
image
natia.a
პროდუქტები, რომლებიც მადას აქვეითებს
ბევრმა შეიძლება არ იცის, რომ არსებობს პროდუქტები, რომლებიც მადას აქვეითებს. ეს პროდუქტები სრულიად ნატურალური და საკმაოდ გემრიელია. ამგვარი პროდუქტები ძალიან ცოტაა, მაგრამ სამაგიეროდ ადამიანს ეხმარება ზედმეტი კალორიების მიღებისა და გვერდითი მოვლენების გარეშე შიმშილის მოკვლაში. შემდეგში, როდესაც შიმშილი შეგაწუხებთ და თან ზედმეტი კალორიების მიღების შეგეშინდებათ, მიირთვით ქვემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები, რომლებიც დაგანაყრებთ და სიამოვნებასაც მოგანიჭებთ.


image1. დღეში 1 ან 2 ფინჯანი უშაქრო, ან მცირე რაოდენობით შაქრიანი ყავა დაგეხმარებათ მადის დაქვეითებაში და დააჩქარებს მეტაბოლიზმს. კოფეინი ის ინგრედიენტია, რომელიც სიმაძღრის გრძნობას იწვევს, ამასთან, კვლევებმა დაადასტურა, რომ იგი ხსნის თავის ტკივილს და აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას.




image

2. თხილი, რომელსაც სხვა დადებითი თვისებების გარდა, აქვს მადის დამაქვეითებელი მოქმედება. თხილების უმრავლესობა შეიცავს ცხიმოვან მჟავებს ომეგა-3-სა და ომეგა-6-ს, ბოჭკოვანებსა და Е ვიტამინს, რაც განსაკუთრებით სასარგებლოს ხდის მრავალფეროვანი საკვების მოყვარული ადამიანებისათვის. დანაყრების გარდა თხილი დადებითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე და სასარგებლოა კანისთვის. ასე რომ, მიირთვით ნუში, ნიგოზი, არაქისი და ა.შ.





image

3. ბოსტნეულის წვენი შეიძლება ბევრს არ უყვარს, მაგრამ იგი ვიტამინების მიღებასთან ერთად მადის დაქვეითების საუკეთესო საშუალებაცაა. იგივე შეიძლება ითქვას ბოსტნეულის ბულიონზეც.









image4. შვრიის ფაფა - კიდევ ერთი ძალიან სასარგებლო საკვები როგორც ზოგადად ჯანმრთელობისთვის, ასევე მადის დასაქვეითებლად. იგი მდიდარია ბოჭკოვანებით და დიდი ხნის მანძილზე უნარჩუნებს ადამიანს დანაყრების გრძნობას.





image5. ვაშლიც, რომელიც მდიდარია ანტიოქსიდანტებითა და ბოჭკოვანებით, შედის ამ ნუსხაში. ამათ გარდა ვაშლი შეიცავს პეტკინს, ნივთიერებას, რომელიც აკონტროლებს სისხლში შაქრის შემცველობას. მიირთვით ვაშლი საუზმის მაგივრად ან დაამატეთ იგი შვრიის ფაფაში.







image6. ჩაი, უფრო სწორად, მხოლოდ მწვანე ან პიტნის ჩაი, რომლებიც სხვა დადებითი თვისებების გარდა, მადის შეკავებაშიც გვეხმარება. მწვანე ჩაი შეიცავს კოფეინსა და კატეხინს, რომლებიც ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის დაქვეითებას და ახდენს ნივთიერებათა ცვლის სტიმულირებას. კვლევებმა დაადასტურა, რომ პიტნის ჩაის შეუძლია შიმშილის გრძნობის ჩახშობა.




image7. ვაშლის ძმარი, გარდა იმისა, რომ გამოიყენება ბევრი რამის სამკურნალოდ და შეგიძლიათ იხმაროთ უამრავ კერძში, აქვს შიმშილის გრძნობის დამაქვეითებელი მოქმედებაც, რამდენადაც გამოყოფს სისხლში გლუკოზას. იგი გვეხმარება ნივთიერებათა ცვლაში, გვამარაგებს მინერალებითა და ვიტამინებით და გვიხსნის დაღლილობას. ვაშლის ძმარი შეიძლება ნებისმიერი ფორმით მიიღოთ: უბრალოდ დალიოთ, გამოიყენოთ კერძებში, განსაკუთრებით კი - სალათებში.


0
1287
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1287
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0