პროფილაქტიკა რამ შეიძლება იმოქმედოს თქვენს ჯანმრთელობაზე? 1 2013, 6 სექტემბერი, 18:55 ბევრი რამ საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის, მაგრამ არის კიდევ რაღაცეები, რომელთა შესახებ შესაძლოა არ ვიცოდეთ და გაუცნობიერებლად ვნებთ კიდეც საკუთარ თავს.
მინდა გამცნოთ რამოდენიმე მათგანზე, რათა თავიდან აიცილოთ სხვადასხვა გართულებები: "ე.წ. პოპკორნის ჭამა". ფილმის ყურებისას ან თუნდაც ისე, პოპკორნის (ბატიბუტი) ჭამა ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს საზიანოა ადამიანისთვის. ბატიბუტის მარცვლები ადვილად იჩხირება კბილებში, რაც იწვევს სერიოზულ პრობლემებს, მათ შორის კბილის ჩამომტვრევას და კიბოსაც კი. სტომატოლოგები ამტკიცებენ, რომ თუ კბილები არც თუ ისე კარგ მდგომარეობაში გაქვთ, მაშინ ე.წ. პოპკორნის ჭამამ შეიძლება ცუდი გავლენა მოახდინოს თქვენს ჯანმრთელობაზე. "წყლის დიდი რაოდენობით მოხმარება". წყლის დალევა- ამაში საზიანო თითქოს არაფერი შეიძლება იყოს, სინამდვილეში კი წყლის დიდი რაოდენობით მოხმარებამ ორგანიზმს დიდი ზიანი შეიძლება მიაყენოს. თუ თქვენ დიდი რაოდენობით იღებთ წყალს, ამან შეიძლება სიკვდილიც გამოიწვიოს. წყლით გამოწვეულ დაავადებას უწოდებენ "ჰიპერგიდრატაციას". წლის მიღებისას ზიანი არ მოგადგებათ თუ ისვენებთ ან ხართ სახლში, ხოლო თუ დარბიხართ, ან ვარჯიშობთ სიცხეში და თან სვამთ დიდი რაოდენობით წყალს, მაშინ ფრთხილად იყავით. პრობლემა იქმნდება იმის გამო, რომ თქვენ ამ წყლით არადგენთ წყლის რაოდენობას ორგანიზმში, მაგრამ ვერ აღადგენთ აუცილებელ ელექტროლიტებს, როგორიცაა: ნატრიუმი, რამაც შეიძლება დიდი დისბალანსი გამოიწვიოს ორგანიზმში. "ტეფლონით (ტეფალი) დაფარული საგნები". ტეფლონი გახდა საკმაოდ პოპულარული იმის გამო, რომ მას არაფერი არ ეკვრის, თუმცა ის უსაფრთხო ნამდვილად არ არის. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერების თქმით არ იწვევს კიბოს, მაინც საშიშია. უფრო მეტიც, ტეფლონი ნაპოვნი იქნა იმ ადამიანთა სისხლში, აგრეთვე მტვერში, საკვებში და წყალში, რომლებიც მოიხმარენ "მას". როცა ტეფლონი ცხელდება გარკვეულ ტემპერატურაზე, გამოიყოფა ტოქსიკური ქიმიკატები, რომლებიც ადამიანში გრიპის მსგავს დაავადებებს იწვევენ. ტეფლონმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს იმუნური სისტემის დარღვევა ცხოველებში და კიბოთი დაავადება. მეცნიერთა გამოკვლევებით დამტკიცდა, რომ ამერიკელთა უმრავლესობის ორგანიზმში აღმოაჩინეს ტოქსიკური ქიმიკატების განსაზღვრული რაოდენობა. "მზისგან დამცავი კრემი". კრემი, რომელიც გვიცავს მზის რადიაციის მავნე ზემოქმედებისაგან, სისნამდვილეში შეიცავს საშიშ იგრედიენტებს, რომლებიც მას არანაკლებ არასასრგებლოს ხდის, ვიდრე მისი ალტერნატივა- კანის მზით დამწვრობა. ბევრმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ეს მავნე ქიმიური ნივთიერებები ზრდის კანზე სიმსივნის განვითარების შანსს, აგრეთვე არღვევს სხეულის ჰორმონალურ ბალანსს. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ჩვენი სხეულისათვის აუცილებელია მზის სხივების გარკვეული რაოდენობა, იმისათვის, რომ მან მიიღოს ჩვენთვის აუცილებელი ნივთიერებები. აგრეთვე ორგანიზმს არ სჭირდება მზის ქვეშ დიდი ხნით ყოფნა და ამ ბალანსის დაჭერა საკმაოდ რთულია. ზოგიერთი ექიმები გვირჩევენ, რომ მზის კრემის წასმის წინ 10 წამით ვიყოთ მზის ქვეშ და რა თქმა უნდა საგულდაგულოდ უნდა შევარჩიოთ კრემი, რათა არ შევიძინოთ ისეთი, რომელიც შეიცავს ტოქსინებს. (დამცავი კრემის სწორად შერჩევასთან დაკავშირებითაც მაქვს სტატია დადებული, მსურველებს შეუძლიათ ეს ინფორმაციაც მიიღონ). "ლიმონმჟავა". რა თქმა უნდა ზოგიერთი ლიმონმჟავის შემცველი პროდუქტი სასრგებლოა ჩვენთვის, მაგრამ თვით მჟავა მავნეა ჩვენი კბილებისათვის. სტომატოლოგების მტკიცებით მჟავა უერთდება კბილის ემალს და შლის მას, რაც ცუდათ აისახება პირის ღრუს ჯანმრთელობაზე. ვერიდოთ უნდა არამარტო საკვებს, არამედ რაიმეს დალევასაც ლიმონმჟავის შემცველს. ზოგიერთი ამტკიცებს, რომ უალკოჰოლო სასმელები, რომლებიც არ შეიცავენ საქარს, ამ მხრივ არიან ყველაზე უფრო საზიანო კბილებისთვის და მათ უნდა ვერიდოთ. ამით სტატია არ დამისრულებია, მომდევნო ხუთ მავნე საკითხზეც გამცნობთ მოგვიანებით. 314 16-ს მოსწონს
|