ქალი და მამაკაცი 64 წლის "Diana Nyad"-ი, რომელმაც გადაცურა 177 კილომეტრიანი ფლორიდის სრუტე. 2013, 5 სექტემბერი, 16:02 როგორც ყველა თქვენგანს, ცურვაში საკმაოდ წარმატებულ ქალბატონ დაიანსაც გააჩნდა თავისი ოცნება, რომელიც 8 წლის ასაკში დაბადებია, მაგრამ სამწუხაროდ გარკვეული მიზეზების გამო მისი განხორციელება ვერ მოეხერხებინა. ეს იყო: "ფლორიდის სრუტის გადაცურვა".
მან 4-ჯერ სცადა ამ დისტანციის, კუბადან ფლორიდამდე გადაცურვა, თუმცა უშედეგოდ. 2012 წელს კი ცურვა შტორმის და მედუზების სასტიკი დაკბენის გამო შეწყვიტა, მაგრამ ფარ-ხმალი მაინც არ დაუყრია. ამჟამად მოცურავემ პირობა დადო, რომ თუ ამჯერადაც არ გამოუვიდოდა, სრუტის გადაცურვას აღარ ეცდებოდა. ცურვის პროცესი 53 საათს გაგრძელდა. დაიანას 35 კაციანი გუნდი აცილებდა, რომლებიც მოცურავეს ნავებით მიჰყვებოდნენ. 2013 წლის 2 სექტემბერს, ორშაბათ დღეს, 64 წლის ამერიკელმა ქალბატონმა, დაიანა ნაიდმა, ფლორიდის სრუტე გადაცურა. მოცურავე ქალბატონი პირველია, ვინც 177 კილომეტრიანი მანძილი, კუბადან ფლორიდამდე, ზვიგენებისგან დამცავი მოწყობილობის გარეშე გადაცურა. მოცურავეს, ფლორიდის სანაპიროზე ასობით ადამიანი დიდი სიხარულით ელოდა. ქალბატონს გამარჯვება აშშ-ს პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამაც მიულოცა. გთავაზობთ ქალბატონ დაიანას ფოტოებს ცურვის პროცესში და მას შემდგომ: 25 15-ს მოსწონს
|