ქალი და მამაკაცი 64 წლის "Diana Nyad"-ი, რომელმაც გადაცურა 177 კილომეტრიანი ფლორიდის სრუტე. 2013, 5 სექტემბერი, 16:02 ![]() მან 4-ჯერ სცადა ამ დისტანციის, კუბადან ფლორიდამდე გადაცურვა, თუმცა უშედეგოდ. 2012 წელს კი ცურვა შტორმის და მედუზების სასტიკი დაკბენის გამო შეწყვიტა, მაგრამ ფარ-ხმალი მაინც არ დაუყრია. ![]() ამჟამად მოცურავემ პირობა დადო, რომ თუ ამჯერადაც არ გამოუვიდოდა, სრუტის გადაცურვას აღარ ეცდებოდა. ცურვის პროცესი 53 საათს გაგრძელდა. დაიანას 35 კაციანი გუნდი აცილებდა, რომლებიც მოცურავეს ნავებით მიჰყვებოდნენ. 2013 წლის 2 სექტემბერს, ორშაბათ დღეს, 64 წლის ამერიკელმა ქალბატონმა, დაიანა ნაიდმა, ფლორიდის სრუტე გადაცურა. მოცურავე ქალბატონი პირველია, ვინც 177 კილომეტრიანი მანძილი, კუბადან ფლორიდამდე, ზვიგენებისგან დამცავი მოწყობილობის გარეშე გადაცურა. ![]() ქალბატონს გამარჯვება აშშ-ს პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამაც მიულოცა. გთავაზობთ ქალბატონ დაიანას ფოტოებს ცურვის პროცესში და მას შემდგომ: ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 25 15-ს მოსწონს
|