სიახლეები ყველაზე პატარა მანქანა მსოფლიოში 2013, 4 სექტემბერი, 21:16 მიუხედავად იმისა რომ ბენზინის ფასი ყოველდღიურად იზრდება და თანამედროვე ავტომობილების ფასი საკმაოდ მაღალია ჩვენს გზებზე მანქანების რაოდენობა დღითიდღე იზრდება. მანქანის გაჩერება კი გადატვირთულ ქალაქის ქუჩებში ყველაზე დიდ პრობლემად რჩება.
მსოფლიოში ყველაზე პატარა ავტომობილი wind up გამოიგონა და ააწყო ინგლისელმა გამომგონებელმა პერი უოტკინსმა. ამ მანქანის სიმაღლეა 140 სმ, სიგრძე 129, 5 ხოლო სიგანე კი 66 სმ. ეს მიკროსკოპიული მანქანა- საოცრება ექსკლუზიურად აღჭურვილია ყველა იმ ატრიბუტით, რაც გააჩნია დიდ ავტომობილებს და თავისუფლად გადაადგილდება ქალაქის ქუჩებში.
99 4-ს მოსწონს
|