x
image
ვიზა კოხაძე
" ეს ოცნებაა, რომ იყო აქ და ითამაშო მადრიდის "რეალში". მე მივესალმები ამ დახვედრას და ვაფასებ ყოველივეს" - ამ სიტყვებით მიმართა გარეთ ბეილმა გულშემატკივარს

image
წარმატებული და ყველაზე ძვირადღირებული სპორტსმენი წარმატებული თავკაცია დიდებული ოჯახისა.არა ერთი სტატია და ფოტოები მიუძღვნეს ბეილის ხმაურიან კონტრაქტს, რომლის პრეზენტაციაც სწორედ დღეს შედგა მადრიდში.ძალიან შთამბეჭდავი და ამაღელვებელი იყო დღევანდელი დღე გარეთ ბეილის ოჯახის წევრებისთვის, რომლებიც უკლებლივ ესწრებოდნენ ცერემონიას.ხელშეკრულების ღირებულება კვირაში 256 000 დოლარს შეადგენს, მაგრამ ეს ხომ დროებითი ხელშეკრულებაა და არა მუდმივი - ბეილს გრძელვადიანი პარტნიორი უსაყვარლესი მეუღლე ემა რის ჯონსი ჰყავს და პატარა გოგონა, ბავშვობიდან უზომოდ შეყვარებული ემაზე და დღეს უსაზღვროდ ბედნიერი. თუმცა როგორც ოჯახის ახლობლები საუბრობენ, ემას არ შეცვლის პოპულარობა და ყურადღება. ისინი არაჩვეულებრივი წყვილი არიან და ნორმალური ხალხი.დღეს მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელს მტკიცე და მყარი ოჯახი აქვს მეუღლის, ქალიშვილისა და მშობლების ჩათვლით, რომ არაფერი ვთქვათ ემას მრავალრიცხოვან ოჯახზე, რომელსაც 5 დედმამიშვილი ჰყავს.

imageimageimageimageimageimageimageimageimageimage
ოჯახური ცხოვრების ეს ღრმა კავშირია სათავე ბეილის უდიდესი წარმატებისა, რაზეც თავადაც ამაყად საუბრობს.

დღეს კი 85 ათასიან სტადიონს გატეხილი ესპანურით მიმართა მან და აღიარა, რომ მადრიდის " რეალში" თამაში მისი ბავშვობის უდიდესი ოცნება იყო.დილით იგი საყვარელ ოჯახთან ერთად ჩაფრინდა მადრიდში სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ და 24 წლის ვარსკვლავმა პირველად მიმართა აუდიტორიას საჯაროდ: - " ეს ოცნებაა, რომ იყო აქ და ითამაშო მადრიდის " რეალში".მე მივესალმები ამ დახვედრას და ვაფასებ ყოველივეს.მე ვიცი, რომ ბევრი მოთამაშე საუბრობს თავის ბავშვობის ოცნებებზე ამა თუ იმ გუნდში მოხვედრის თაობაზე, მაგრამ მე მინდა გულრწფელად გითხრათ, რომ ეს ჩემი მართლაც ოცნება იყო'. - ასე დაასრულა გარეთ ბეილმა თავისი სიტყვა .imageimage
image


10
32
11-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
32
  
2013, 3 სექტემბერი, 14:37
კაკას ტრამვა მილანიდან გამოყვა :))
2013, 3 სექტემბერი, 13:24
გეთანხმები,ვინც გყავს იმას რომ უნდა გავუფრთხილდეთ!
2013, 3 სექტემბერი, 13:17
100მილიონი რომ გადაეხადა პერესს ამიტომ გაყიდა პიპიტაც და იოც. ნუ ეხლა სათადარიგოზე ჯდომა რომ მოუწევდა მაგას ჯობდა ნამდვილად წასულიყო მაგრამ,ისე არ შეიძლება ესე დახამდე ადამიანი,მასე გადაირივნენ კაკაზე,ბრწყინავდა მილანში,მაგრამ რეალში რაც დაემართა ვნახეთ,ამიტომ არავინ იცის ეს რას იზავს ეხლა აქ,ამიტომ ყოველთვის ჯობია იმას გაუფრთხილდე ვინც გყავს და მითუმეტეს როცა იოს ნაირი გყავს,ყველა თამაში კარგად ვერცერთს ვერ მიჰყავს ასე რომ რაღაც მცირედი სეცდომების გამო რომელიც ზოგადად მაინც მთელი გუნდის ბრალი უფროა ,ერთი არ უნდა ეწირებოდეს...
2013, 3 სექტემბერი, 13:08
მას ისკოს და ბეილის გვერდში ნამდვილად გაუჭირდებოდა.
2013, 3 სექტემბერი, 13:04
რატომ შეეწირა იოზილს თუ გულისხმობთ, არ გეთანხმებით ნანა.
2013, 3 სექტემბერი, 12:58
იმდენი ფეხბურთელი შეეწირა შენ გადმოსვლას,რომ არ წაგივიდეს თამაში საერთოდ წადი ფეხბურთიდან.!!! დიდი იმედით და წარმატებებით...
2013, 3 სექტემბერი, 8:54
შეუძლია მაგრამ სად გინახავს რომ ვინმე სერიოზულად აღიქვამდეს გოგოს და ფეხბურთს?
2013, 3 სექტემბერი, 1:55
გოგოებსაც შეულიათ ფეხბურთის თამაში ასე რომ.......:D
2013, 3 სექტემბერი, 1:44
უუუ შენ გენაცვალეეეე
2013, 3 სექტემბერი, 1:04
ბიჭი მაინც ვყოფილიყავი გავეკიდებოდი ბურთს და რამე ხეირი მენახე მეც იქნებ:?დ
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10