" ეს ოცნებაა, რომ იყო აქ და ითამაშო მადრიდის "რეალში". მე მივესალმები ამ დახვედრას და ვაფასებ ყოველივეს" - ამ სიტყვებით მიმართა გარეთ ბეილმა გულშემატკივარს
წარმატებული და ყველაზე ძვირადღირებული სპორტსმენი წარმატებული თავკაცია დიდებული ოჯახისა.არა ერთი სტატია და ფოტოები მიუძღვნეს ბეილის ხმაურიან კონტრაქტს, რომლის პრეზენტაციაც სწორედ დღეს შედგა მადრიდში.ძალიან შთამბეჭდავი და ამაღელვებელი იყო დღევანდელი დღე გარეთ ბეილის ოჯახის წევრებისთვის, რომლებიც უკლებლივ ესწრებოდნენ ცერემონიას.ხელშეკრულების ღირებულება კვირაში 256 000 დოლარს შეადგენს, მაგრამ ეს ხომ დროებითი ხელშეკრულებაა და არა მუდმივი - ბეილს გრძელვადიანი პარტნიორი უსაყვარლესი მეუღლე ემა რის ჯონსი ჰყავს და პატარა გოგონა, ბავშვობიდან უზომოდ შეყვარებული ემაზე და დღეს უსაზღვროდ ბედნიერი. თუმცა როგორც ოჯახის ახლობლები საუბრობენ, ემას არ შეცვლის პოპულარობა და ყურადღება. ისინი არაჩვეულებრივი წყვილი არიან და ნორმალური ხალხი.დღეს მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელს მტკიცე და მყარი ოჯახი აქვს მეუღლის, ქალიშვილისა და მშობლების ჩათვლით, რომ არაფერი ვთქვათ ემას მრავალრიცხოვან ოჯახზე, რომელსაც 5 დედმამიშვილი ჰყავს.
ოჯახური ცხოვრების ეს ღრმა კავშირია სათავე ბეილის უდიდესი წარმატებისა, რაზეც თავადაც ამაყად საუბრობს.
დღეს კი 85 ათასიან სტადიონს გატეხილი ესპანურით მიმართა მან და აღიარა, რომ მადრიდის " რეალში" თამაში მისი ბავშვობის უდიდესი ოცნება იყო.დილით იგი საყვარელ ოჯახთან ერთად ჩაფრინდა მადრიდში სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ და 24 წლის ვარსკვლავმა პირველად მიმართა აუდიტორიას საჯაროდ: - " ეს ოცნებაა, რომ იყო აქ და ითამაშო მადრიდის " რეალში".მე მივესალმები ამ დახვედრას და ვაფასებ ყოველივეს.მე ვიცი, რომ ბევრი მოთამაშე საუბრობს თავის ბავშვობის ოცნებებზე ამა თუ იმ გუნდში მოხვედრის თაობაზე, მაგრამ მე მინდა გულრწფელად გითხრათ, რომ ეს ჩემი მართლაც ოცნება იყო'. - ასე დაასრულა გარეთ ბეილმა თავისი სიტყვა .