სხვა სენტ პაულის კათედრალში ვირები ჩავიდნენ 2013, 2 სექტემბერი, 14:15 სენტ პაულის კათედრალი ქარავანის გამოფენას მასპინძლობს. გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილია 25 მოხატული ვირი, რომელზეც ეგვიპტელი და დასავლელი ხელოვნები მუშაობდნენ. თავდაპირველად ვირები კაიროში იყო გამოფენილი. ვირები ქალაქში სტრატეგიულ საზოგადოებრივ ადგილებში იყო განლაგებული, სადაც მათ უდიდესი ინტერესი გამოიწვიეს. სენტ პაულში გამოფენის შემდეგ ნამუშევრები სოტბის აუქციონზე გაიყიდება, შემოსული თანხა კი ქველმოქმედებას მოხმარდება. უცნაური გამოფენა ლონდონში 23 სექტემბრამდე გასტანს. 16 შეფასება არ არის
|