პროფილაქტიკა "რით გავუმკლავდეთ სხვადასხვა დაავადებას". 2013, 1 სექტემბერი, 17:32 ![]() თაფლი 70-ზე მეტ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, რომლებიც ორგანიზმს დაავადებებთან ბრძოლაში ეხმარებიან. ესენია: ცილები, ანტიბიოტიკები, ნახშირწყლები, ვიტამინები, მიკროელემენტები, რომლებსაც ვერცერთი ვიტამინური კომპლექსი ვერ შეცვლის. საქმე ისაა, რომ ვიტამინების ბიოლოგიური მოქმედება დამოკიდებულია მათ სწორ შეხამებაზე მინერალურ მარილებთან, ხოლო თაფლში ეს თანაფარდობა ოპტიმალურია. ![]() ეს უნიკალური ტკბილი წამალი ნივთიერებათა ცვლას აძლიერებს. ასევე ანთების საწინააღმდეგო და მატონიზირებელი მოქმედება აქვს. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას აწესრიგებს, სკლეროზს აგაცილებთ, ძილს თვისობრივად აუმჯობესებს, განწყობას ამაღლებს. ეს ბუნებრივი ბალზამი კანზეც სასიკეთოდ მოქმედებს. ![]() ეს უნდა იცოდეთ: დღიური დოზა მოზრდილებისთვის 100 გრამამდეა. ბავშვებისთვის 30-50 გრამი, იმ პირობით, რომ სხვა ტკბილეულზე უარს იტყვით. ფორმულა მარტივია: 0, 5-1 გრამი 1 კგ წონაზე. უკუჩვენება: თაფლი არ შეიძლება გამოიყენონ დიაბეტიანებმა, ასევე მათ, ვისაც მეფუტკრეობის პროდუქტზე ალერგია აქვთ. ტემპერატურული რეჟიმი: თაფლის გაცხელება დასაშვებია 40 გრადუსამდე, ვინაიდან უფრო მაღალ ტემპერატურაზე ყველა სასარგებლო თვისება იკარგება. მაშასადამე, მიირთვით თაფლი და მოგეხსნებათ ყოველგვარი პრობლემა. გისურვებთ ჯანმრთელობას. 379 20-ს მოსწონს 1-ს არა
|