ჩვეულებრივ ორი ტაიმი, დამატებული 20 წუთიანები - და მაინც ფრედ დასრულებული მატჩი, საჯარიმოები ე.წ. პენალტები, რომელმაც მატჩის ბედიც გადაწყვიტა და სუპერთასის მფლობელიც ერთდროულად გამოავლინა.ყველაზე საინტერესო და ამაღელვებელი მატჩი შედგა მიუნხენის "ბაიერნსა" და ლონდონის "ჩელსს" შორის, რომელიც თითქმის სამი საათი გრძელდებოდა და არავითარი დაღლა, პირიქით, აჟიტირებული გულშემატკივარი ბოლომდე თვალებგაფართოებული უყურებდა მატჩის მსვლელობას.
ფერნანდო ტორესის მე - 8 წუთზე გატანილმა გოლმა ლონდონელებს მეტი შანსები გაუჩინა, მაგრამ თავდაუზოგავმა და გიჟმა რიბერმა ანგარიში მალევე გაათანაბრა, რასაც მოჰყვა მომდევნო გოლი "ჩელსის' კარში გატანილი.თუმცა საოცრების მომსწრენი გავხდით, როდესაც დამატებით დროში "ბაიერნმა" აღადგინა წონასწორობა და 120 - ე წუთზე მატჩის მიწურულს "ჩელსის" თავდამსხმელმა მარტინესმა დანტესის საუკეთესო პასით შეძლო მეორე გოლის გატანა და თამაშიც ფრედ დასრულდა.გაგრძელება იყო საჯარიმოები და ლუკაკუს არაზუსტმა საჯარიმომ მიუნხენელებს გამარჯვება მოუტანა."ჩელსის" მეკარემ პეტრ ჩეხმა შეუძლებელი შეძლო და მატჩში 17 ბურთი მოიგერია.
სტატისტიკა ძალიან საინტერესო იყო: კარში დარტყმები: 37 - 14, კუთხურები კი 15 -5. მიუნხენის "ბაიერნმა" არნახული თამაში აჩვენა გულშემატკივარს და ვერავინ იტყვის, რომ მათ ეს სუპერთასი დაუმსახურებლად მოიპოვეს.