სხვა ცნობილ საკურორტო ქალაქ სიდმუთის (დევონის საგრაფო) სანაპიროზე მეწყერი ჩამოწვა (+ბევრი ფოტო) 2013, 30 აგვისტო, 22:31 დიდ ბრიტანეთში, დევონის საგრაფოში, საკურორტო ქალაქ სიდმუთის სანაპიროზე უზარმაზარი მეწყერი ჩამოწვა.ქალაქი ზღვის ნაპირზეა გაშენებული, რომელიც ნახევარი მილითაა დაშორებული კატასტროფის ადგილიდან.დამსვენებლებმა და ადგილობრივებმა წითელი მტვერი შენიშნეს .მასიური მეწყერი წამოვიდა მათგან 200 ნაბიჯზე ვარდისფერი ქანების სახით.მოსახლეობა ძალიან შეშინებულია მომხდარით, რადგან მეწყერის წამოსვლას წინ უძღოდა მასიური აფეთქების ხმები.თვითმხილველებმა დაინახეს დიდი ნაწილი, რომელიც ადგილიდან მოწყდა, ზღვაში ჩავარდა და ირგვლივ ტერიტორია მტვერმა მოიცვა.მოსახლეობა დაზარალდა და მომხდარმა სრულიად გაანადგურა მათი ბაღები.გარდა ამისა, საშიშროება ემუქრებათ ახლომდებარე 12 ობიექტს.
აღსანიშნავია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები იმის თაობაზე, თუ როგორ იკარგება ყოველწლიურად 13 ფუტი მიწის ნაწილი. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადებით, წლევანდელი მეწყერი გამოიწვია ეროზიამ, რაც ძლიერი წვიმების შედეგია. ცნობილი გახდა, რომ მდიდარმა ბანკირმა სიდმუთის ადგილობრივი მოსახლეობის დასახმარებლად 2, 3 მილიონი ევრო გადარიცხა საკუთარი ანდერძიდან. 42 15-ს მოსწონს 2-ს არა
|