ქალი და მამაკაცი "96 წლის, ყველაზე ხანდაზმული მამა მსოფლიოში -Ramjeet Raghav". 2013, 30 აგვისტო, 19:24 მოკლედ რას არ დაინახავს ადამიანის თვალები და რას არ გაიგონებს ყურები. ამ სტატიაში მინდა გიამბოთ ვინმე Ramjeet Raghav-ას ცხოვრების შესახებ, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმულ მამად აღიარეს.
ყოფილი მოკრივე და ეხლანდელი ფერმერი 96 წლის Ramjeet Raghav-ამ თავისი ცხოვრების 86 წელიწადი უცოლოდ ანუ დასაქორწინებლობაში გაატარა. ბოლო 10 წლის მანძილზე კი მისი მეუღლე გახლავთ 52 წლის ქალბატონი- Shakuntala Devi. "მე ვფიქრობ, რომ ეს არის ღვთის ნება, ამ ასაკში როდესაც გვეცემა ორი ვაჟიშვილი, ორივე სრულიად ჯანმრთელი"- აცხადებს თავად Ramjeet. მათი პირველი ვაჟი ქვეყანას 2010 წლის ნოემბერში მოევლინა, ხოლო მეორე კი გასული წლის 5 ოქტომბერს. "ვფიქრობ კიდევ მოგვეცემა შვილები ღვთისაგან, მაგრამ ეს სრულებით საკმარისია და მეტი შვილი არ გვჭირდება, რადგან გვსურს მივცეთ ყველაფერი ის ამ ჩვენს ორ ვაჟს, რაც ნორმალური ცხოვრებისა და განვითარებისთვის სჭირდება პატარას, ნატურალური პროდუქტიტ ვზრდით და გვაქვს სურვილი ვატაროთ სკოლაში და მივცეთ საჭირო სწავლა-განათლება. სანამ ამ ქვეყნად ვარ, არანაირ ძალისხმევას არ დავიშურებ ჩემი შვილების კეთილდღეობისთვის", ამბობს Ramjeet-ი. იხილეთ Ramjeet-ის ოჯახის ფოტოები: 86 13-ს მოსწონს
|