x
image
hamunaptra1990
ვერა ბრეჟნევამ აღიარა, რომ შეყვარებულია
image
ვერა ბრეჟნევამ აღიარა, რომ შეყვარებულია. თუმცა იგი მალავს თავისი რჩეულის ვინაობას.

ცნობილი უკრაინელი მომღერალი, ახლა უკვე ტელეწამყვანი, ვერა ბრეჟნევა, რამდენიმე ხნის წინ მეუღლეს დაშორდა. ამის შემდეგ ყველას აინტერესებდა ვინ გახდებოდა ვერას მორიგი რჩეული, რადგან წარმოუდგენლად მიაჩნდათ ულამაზესი ბრეჟნევას სიმარტოვე.

და აი 31 წლის ბრეჟნევამ, ორი შვილის დედამ, განაცხადა, რომ იგი შეყვარებულია. მომღერალმა აღნიშნა, რომ მისი რჩეული არ არის მარიუს ვაისბერგი(მათი რომანის შესახებ ჭორები დადიოდა).

"ჩემი გული დაკავებულია და ეს ის ადამიანი არ არის ვისზეც წერდა პრესა"-აღნიშნა მან ჟურნალ OK!-ისთან ინტერვიუში.


გაყრის მერე ვერა ბრეჟნევა მიხვდა, რომ სრულყოფილი ოჯახი ცხოვრებაში ყველაზე მთავარია.



გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ მისი გოგო სონია, გარდატეხის ასაკშია და ვერა ცდილობს გოგონასთვის იყოს დედაც და მამაც, თუმცა სიმკაცრე არ გამოსდის.

საინტერესოა ვინ არის ვერა ბრეჟნევას რჩეული?



0
33
3-ს მოსწონს
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0