რჩევები ქალბატონებო! ფეხსაცმელი ... 2012, 30 აპრილი, 20:56 წინა სტატიაში უკვე შემოგთავაზეთ საგაზაფხულო და საზაფხულო სამოსი, რომელშიც ძირითადად ფერადი ტონები სჭარბობს, დამეთანხმებით წელიწადის ამ დროებს სწორედაც რომ მრავალფეროვნება შეშვენის და არა ჩაბნელებული რუხი ფერები. ახლა კი მინდა იმ ტანსაცმელთან შესაფერისი ფეხსაცმელებიც დაგათვალიერებინოთ. ფეხსაცმელი - შეიძლება ითქვას ეს აქსესუარი ქალისთვის ტანსაცმელზე მეტად მნიშვნელოვანი და საყვარელიც კია. ჩაიცვით ლამაზი ფეხსაცმელი, იგრძენით თავი მშვენივრად და კომფორტულად და გაილამაზეთ ცხოვრება. რომელი სტილი გირჩევნიათ? მე თუ მკითხავ ნამდვილმა ქალმა თუ ახალგაზრდა გოგონამ სპორტული, კლასიკური, დაბალძირიანი თუ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი თავისუფლად და მომხიბლავად უნდა შეუნაცვლოს ერთმანეთს სიტუაციის მიხედვით რა თქმა უნდა. ვფიქრობ ლამაზი და მოდური, ნამდვილად ძალიან ქალური ფეხსაცმელია, ლითონის მორთულობები ფეხსაცმელზე მოდის ახალი ტენდენციაა. თეთრი განსაკუთრებით ლამაზი იქნება ზაფხულში რუჯით დამშვენებულ ფეხებზე. არ მეთანხმებით? ესეც დაბალძირიანი თან სადა და თან ფერადი კედი, ვფიქრობ კარგი ფერთა კომბინაციაა და საკმაოდ კომფორტულიც ჩანს, მე პირადად დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი მისი მფლობელი, ჯინსებს მოუხდება განსაკუთრებით. ეს ღია ვარდისფერი ფეხსაცმელი საყვარელი ნაზი გოგონებისთვისაა ზედგამოჭრილი. ღია ფერის სარაფნებზე ძალიან ლამაზი იქნება თუმცა სხვა სამოსზეც კარგად წავა. ფერადი კლასიკური სტილის ფეხსაცმელი. მოუხდება ყველანაირ სამოსს ჯინსი იქნება ეს, ბოლო, თუ სარაფანი. თუმცა კლასიკურ ჩაცმულობას განსაკუთრებით დაამშვენებს. ეს ჯარისკაცის ფორმის ფერებში გადაწყვეტილი ბოტასი სპორტულ სტილზე, განსაკუთრებით კი მოკლე შორტებზე გამოჩნდება ლამაზი. თუ ამავე ფერების მაისური გაქვთ ხო მთლად იდეალურია. შანელის ძალიან ლამაზი, ქალური და სექსუალური ქუსლიანი ფეხსაცმელი. ჰაეროვანი ცხელი ზაფხულისათვის. საღამოს კაბებისათვის იდეალური ვარიანტია. პატარა ლითონის თავის ქალებით გაფორმებული შავი კლასიკური სტილის ფეხსაცმელი. ნამდვილად გამორჩეულია თუ ყურადღების მიქცევა გსურთ. ეს კი ვისაც მართლა მაღალ ქუსლიანებზე სიარული არ გიჭირთ და სიმაღლიდან ვარდნის არ გეშინიათ. ცოტა გრძელი თასმები აქვს მაგრამ მაინც კარგია არა. წითელი ფეხსაცმელი ძალიან უხდება ღია ფერის ჯინსებს. 1465 7-ს მოსწონს
|