ტენდენციები ფეხსაცმელი - ჩვენი სისუსტე 2012, 2 დეკემბერი, 17:36 ქალებს რომ შოპინგი გვიყვარს ცნობილი ფაქტია და ჩვენც ვაღიარებთ. დიახ, ჩვენ გვიყვარს ლამაზი და მოდური ახალი კაბები, კომფორტული ჯინსები, ელეგანტური ჩანთები, ცნობილი ბრენდების სუნამოები, კოსმეტიკა, აქსესუარები და სამკაულები. თუმცა ყველა ქალის ერთ-ერთი, ყველაზე გამორჩეული სუსტი წერტილი და ცდუნების საგანი ფეხსაცმელია. ადამიანის შეფასებას ხომ წესით ქვევიდან, ანუ ფეხსაცმლიდან ვიწყებთ, ამიტომ როგორ და რითი ვმოსავთ ჩვენს ტერფებს ბევრ რამეზე მეტყველებს. მე პირადად ვგიჟდები ფეხსაცმელებზე და როცა კი შესაძლებლობა მაქვს უარს ვერ ვამბობ მასზე. იმედი მაქვს იმის დროც მოვა ფეხსაცმელების დიდი კოლექცია რომ მექნება საკუთარ ბინაში. ალბათ ბევრი თქვენგანიც ოცნებობს ამაზე, სანამ ოცნებას რეალობად გადავაქცევდეთ კი შეგვიძლია სურათებით დავტკბეთ. თქვენთვის განსხვავებული სტილის ფეხსაცმელები შევარჩიე და მოსაწონს იპოვით. 369 9-ს მოსწონს
|