x
image
თამუნა გეწაძე
"რუსული" ფეხბურთი აბრამოვიჩის გარეშე დარჩა?


imageბიზნესმენი, რომან აბრამოვიჩი, "რუსული" ფეხბურთის მხარდაჭერის შეწყვიტას აპირებს.მისი ფონდი "ნაციონალური ფეხბურთის აკადემია"მოკლე დროში დაამთავრებს თავის სამუშაოს, რადგან მან შეასრულა მის წინაშე დასახული ყველა ამოცანა.ამის შესახებ ფონდის ინფორმაციული პოლიტიკის მართვის უფროსმა, ჯონ მანმა განუცხადა HTB-ს. მისი განცხადებით, ფონდმა ძალიან დიდი სამუშაო შეასრულა კერძოდ:ააშენა 140 საფეხბურთო მოედანი, მოდერნიზება გაუკეთა იური კონოპლიევის სახელობის "ფეხბურთის აკადემიას", სადაც მზადდება ახალგაზრდა ფეხბურთელები სხავადასხვა რუსული კლუბებისათვის.ერთი სიტყვით, ყველა დასახული მიზანი შესრულებულია.ფონდი "ნაციონალური ფეხბურთის აკადემია" დაარსდა 2004 წელს რომან აბრამოვიჩის მიერ, რუსული ფეხბურთის მხარდასაჭერად. ყოფილი რუსეთის ნაკრების მწვრთნელი, გუს ხიდინკი, მოწვეული მსაჯები და მწვრთნელები სწორედ ამ ფონდიდან ფინანსდებოდნენ. .ამ ფონდის დახმარებით ტარდებოდა სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და აგრეთვე ფეხბურთელების შეძენა და გაყიდვა.არაოფიციალური ინფორმაციით ამ ფონდმა სხვადასხვა პროექტების განხორციელებისათვის დახარჯა 200 მილიონი დოლარი.აბრამოვიჩი გააგრძელებს თუ არა კიდევ რუსული ფეხბურთის დახმარებას ჯერჯერობით უცნობია.

1
23
6-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა გეწაძე
თამუნა გეწაძე
23
  
2013, 28 აგვისტო, 9:14
დიდი მხარდაჭერა დააკლდებათ
0 1 1