სხვა ყველაზე მდიდარი ადმიანები მსოფლიოში 2013, 27 აგვისტო, 14:38 მსოფლიოს ერთერთმა რეიტინგულმა ჟურნალმა “Forbes''-მა გამოაქვეყნა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანთა სია 2011 წლის მონაცემებით, სადაც უპირობო ლიდერი მექსიკელი მილიარდერი კარლოს სლიმია. ყველაზე საინტერესო არის ის ფაქტი, რომ მილიარდერთა სიაში გამოჩნდა სოციალური ქსელის Facebook-ის შვიდი თანამშრომელი. ამ შემთხვევაში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერის სიაში არის სოციალური ქსელის დამფუძნებელი მარკ ცუკემბერგი, რომელიც სიის 52 პოზიციაზეა თავისი 13, 5 მილიარდი დოლარით. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ცუკემბერგის ქონება შეადგენდა 4 მილიარდს, 2011 წელს კი მისი ქონება 238 %-ით გაიზარდა-ეს უკვე უდიდესი გარღვევა მსოფლიოში მილიარდერთა შორის. დასტინ მოზკოვიჩი, რომელიც “მეწილეა'' სოციალური ქსელის და რომლის ქონებაც 2, 7 მილიარდს შეადგენს, რეიტინგში მხოლოდ 420 ადგილს იკავებს. უმდიდრესი ადამიანი მსოფლიოსში არის მექსიკელი კარლოს სლიმი, რომლის ქონება შეადგენს 74 მილიარდ დოლარს, მან შეძლო და მოახერხა მისი ქონება გასულ წელთან შედარებით 20, 5 მილიარდი დოლარით გაეზარდა. მეორე პოზიციაზეა კომპანია Microsoft-ის დამფუძნებეკუ ბილ გეითსი, რომელის შემოსავალი 56 მილიარდი დოლარია, ხოლო აქედან 30 მილიარდი საქველმოქმედო ფონდში ირიცხება. ათი ყველაზე მდიდარი ადმიანთა სია ასე გამოიყურება: 1.კარლოს სლიმი (მექსიკა)-74 მილიარდი დოლარი 2.ბილ გეთსი (აშშ)-56 მილიარდი დოლარი 3.უორენ ბაფეტი (აშშ)-50 მილიარდი დოლარი 4.ბერნარდ არნო (საფრანგეთი) - 41 მილიარდი დოლარი 5.ლარი ელისონი (აშშ)-39, 5 მილიარდი დოლარი 6.ლაკშიმ მიტალი (ინდოეთი)-31, 1 მილიარდი დოლარი 7.ამანსიო ორტერა (ესპანეთი)- 31 მილიარდი დოლარი 8.ეიკ ბატისტი(ბრაზილია)-30 მილიარდი დოლარი 9.მუკეშ ამბანი(ინდოეთი)-27 მილიარდი დოლარი 10.კრისტი უოლტონი(აშშ)-26, 5 მილიარდი დოლარი. 90 5-ს მოსწონს
|