სხვა მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში 2013, 26 აგვისტო, 12:36 26 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით ბრაზილიაში, ქალაქ რიო დე ჟანეიროში გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში, რომელშიც 123 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის საქართველოს ეროვნული ნაკრებიც.
60 წონამდე კილოგრამ კატეგორიაში საქართველოს სახელით ევროპის მოქმედი ჩემპიონი ამირან პაპინაშვილი იასპრეზებს, ის შეჯიბრში მეთექვსმეტედფინალიდან ჩაერთვება.
ოლიმპიური და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი 66 კილოგრამ კატეგორიაში მიიღებს მონაწილეობას, ჩემპიონატს ისიც მეთექვსმეტედ ფინალიდან დაიწყებს.
73 და 81 კილოგრამებში საქართველოს 2-2 სპორცმენი წარადგენს. 73 კილოგრამში ნუგზარ ტატალაშვილი და ზებედა რეხვიაშვილი, ხოლო 81 კილოგრამში ავთანდილ ჭრიკიშვილი და ლევან წიკლაური.
90 კილოგრამი წონით კატეგორიაში საქართველოს ვარლამ ლიპარტელიანი წარადგენს, რომელიც პირველ წრეში დაისვენებს, ხოლო ლევან ჟორჟოლიანი 100 კილოგრამ კატეგორიაში იასპარეზებს. მძიმე წონაში კი საქართველოს სახელით ვარლამ ოქრუასვილი იჭიდავებს. წარმატებები ქართველ სპორცმენებს!!! 41 2-ს მოსწონს
|