ტენდენციები როგორია მოსკოველი მოდური გოგონების ჩაცმის სტილი 2013, 25 აგვისტო, 15:16 რუსული ინტერნეტ გამოცემები ხშირად ატარებენ ეგრეთ წოდებული "ქუჩის მოდის" საუკეთესო ლუქების შერჩევას. ამჯერად მინდა ერთ-ერთი ასეთი ექსპერიმენტის შესახებ გიამბოთ. ჩემის აზრით, თავად რუსების ხასიათის სპეციფიკიდან გამომდინარე მათი და ჩვენი ჩაცმულობის სტილი ძალიან განსხვავდება. სლავებს ზოგადად უყვართ მკვეთრი ფერების "დაჯახება" და ბევრი ბრჭყვიალა აქსესუარი. ამასთან ერთად ვთვლი, რომ საქართველოში გაცილებით უფრო ჰარმონიულად უხამებენ ადგილობრივი მოდის მიმდევრები სამოსს და აქსესუარებს, ვიდრე რუსეთში. თუმცაღა მოდით თვალი ერთად გადავავლოთ ლუქებს და დასკვნებიც ერთად გამოვიტანოთ. 5519 9-ს მოსწონს
|