მხატვრობა ცოტა რამ გენიოსებზე 2013, 24 აგვისტო, 14:10 ლეონარდო და ვინჩი(1452-1519).
ყველამ იცის, რომ ლეონარდო და ვინჩი გენიოსი მხატვარი იყო, მისი შექმნილია ფრესკა "საიდუმლო სერობა." ამ შედევრის შექმნის დროს და ვინჩი პრობლემის წინაშე დადგა: მას უნდა განესახიერებინა სიკეთე და ბოროტება იესოს და იუდას სახით. ის ვერაფრით ახერხებდა ხატვის გაგრძელებას მანამ, სანამ იდეალურ მოდელებს არ მიაგნო. ერთხელ ის ეკლესიის მომღერალთა გუნდის გამოსვლას ესწრებოდა და ერთ-ერთ მომღერალ ყმაწვილში ქრისტეს ნათელი, სრულყოფილი სახე შეიცნო. მხატვარმა ახალგაზრდა მომღერალი სახელოსნოში წაიყვანა და რამდენიმე ჩანახატი გააკეთა. ამის შემდეგ სამი წელი მუშაობდა და ნახატი თითქმის დაამთავრა, თუმცა კიდევ რჩებოდა ერთი დიდი პრობლემა: მან ვერაფრით ვერ მიაგნო ტიპაჟს, რომელიც იუდას დაახატინებდა. ამასობაში შემკვეთი ფრესკას ითხოვდა. ლეონარდომ ქუჩაში ბინძური, მთვრალი ჩამოძონძილი, ნაადრევად დაბერებული კაცი ნახა და რადგან დრო აგარ ჰქონდა, მსახურს უბრძანა ეს კაცი ტაძარში წაეყვანათ. იმ ღამით ლეონარდომ დახატა იუდა. მის სახეზე აღბეჭდილი იყო ცოდვა, ეგოიზმი, ბედუკუღმართობა. ამასობაში მათხოვარი გამოფხიზლდა და შეშინებულმა წამოიყვირა:
"-მე ეს ნახატი ნანახი მაქვს!
-კი მაგრამ საიდან? გაუკვირდა ლეონარდოს.
-სამი წლის წინ, სანამ ყველაფერს დავკარგავდი და მომავლის იმედი მქონდა, გუნდში ვმღეროდი... ერთი მხატვარი მოვიდა, წამიყვანა და ჩემი თავი ქრისტეს დასახატად გამოიყენა." 335 6-ს მოსწონს
|