სხვა კვირის რბოლა ჰამილტონის კუნძულთან, ავსტრალია 2013, 24 აგვისტო, 8:46 კვირის რბოლა პირველად David Hutchen-ის იდეა იყო 1983 წელს. მან შეძლო თავისი იახტით, Banjo Paterson-ით მოეწყო რბოლა და დაერწმუნებინა Hamilton-ის კუნძულის მეპატრონე, Keith Williams დათანხმებოდა ამ ღონისძიების მასპინძლობას. კვირის რბოლის მოწყობა ტურიზმის განვითარებისთვის შესანიშნავი ხერხი აღმოჩნდა. პირველი ოფიციალური რბოლა გაიმართა 1984 წლის აპრილში, რომელშიც 93 იახტა იღებდა მონაწილეობას. მომდევნო რამდენიმე წლის მანძილზე მონაწილეთა რაოდენობა 60-მდე შემცირდა, მას შემდეგ კი, თითქმის, ყოველწლიურად იზრდება მათი რაოდენობა. წელსაც ტარდება აღნიშნული რბოლა 17-დან 24 აგვისტოს ჩათვლით. დღეს რბოლის ბოლო დღეა. სტატიაში გამოყენებული ფოტოები 2013 წლის რბოლის დროსაა გადაღებული. 13 11-ს მოსწონს
|