სხვა ახალშობილი ბავშვის მსგავსი თოჯინები 2013, 24 აგვისტო, 9:57 Reborn თოჯინა-ასე ქვიათ ახალშობილის იდენტურ თოჯინებს. ეს თოთო თოჯინები ისე რეალურად არის გაფორმებული, რომ მართლაც პრაქტიკულად ძალინ გაგიჭირდებათ მათი ნამდვილი ბავშვისგან გამორჩევა. ისინი დიდი პოპულარობით სარგებლობენ ძირითადათ კოლექციონერებში და ასევე ბავშვს მოწყურებულ წყვილებსა და ბებიებში. Reborn თოჯინები ხელნაკეთია. იგი იქმნება ძალიან სათუთად, ყველა დეტალის გათვალისწინებით: ნაოჭებით, ნაკეცებით და ფრჩხილებით. მხატვარი შემდეგ თოჯინის სხეულს ხატავს ისე, რომ ახალშობილი ბავშვის ბუნებრივი იერი მისცეს. ამისათვის სპეციალური აკრილის ან ზეთის საღებავები გამოიყენება. ამის შემდეგ თოჯინებს უკეთდება თვალები, წარბები და თმები. შექმნის პროცესში თოჯინას წონიან, რათა მისი წონა საშუალო სტატისტიკური მონაცემების მქონე თოთო ბავშვის წონის შესაბამისი იყოს. ასეთი ხელით შექმნილი თოჯინების ფასი რამდენიმე ასეულიდან რამდენიმე ათას ევრომდე ღირს. შექმნის პროცესი დაახლოებით 25 საათი გრძელედება, რაც დამოკიდებულია შემქმნელის არჩევანზე ან შემკვეთის მოთხოვნებზე. აი როგორ ხდება Reborn თოჯინების აწყობა. გთავაზობთ ბელგიელი მხატვრის ბეატრის ვან ლანდეჰემის სახელოსნოში, ლა-ლუვერში თოჯინის აწყობა-გაფორმების პროცესს. 1.ბეატრისი ბავშვი–თოჯინის ხელებს საღებავით ფარავს და ხედავთ თუ როგორ ბუნებრივად გამოიყურება, თოჯინის ხელები და ფეხები: 2.ფრჩხილებს ბუნებრივ ელფერს აძლევს: 3.მხატვარი თოჯინის სახეს აფორმებს: 4.ბეატრისი თოჯინის თავს საღებავით ფარავს და შემდეგ თმას აკერებს მას: 5.ბეატრისი ვარცხნის თმებს თოჯინას: 6.გამზადებულ თოჯიანს აცმევს სამოსს: 7. თოჯინების ტანსაცმელი: 8. ბეატრისის გოგონა, ტიშია თავისი თოჯინით: 9.ეს თოჯინა სახელად სოფიაა, მართლაც რომ ვერ განასხვავებ ნამდვილი ბავშვისგან 10. თოჯინა მატილდა ბავშვის საძინებელში 11.პატარა ლოანი, უსაყვარლესი თოჯინა ასევე გთავაზობთ ბეატრისის ხელოვნების სხვა ნიმუშებს: 1017 7-ს მოსწონს
|