x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
"რჩეული ფილმების ათეული".
დამეთანხმებით იმაში, რომ ალბათ არ არსებობს დედამიწის ზურგზე ადამიანი, ვისაც თუნდაც ერთი ფილმი არ ექნება ნანახი. ვერც იმას დამაჯერებთ, რომ ფავორიტი ფილმი არ გაქვთ. რა სჯობია სახლის პირობებში სიმყუდროვეს, გვერდით მოდგმული პოპკორნი, კრეკერი ან რაიმე თქვენი საყვარელი სასუსნავი, ლუდი და თან მონიტორზე რომანტიული, სათავგადასავლო, კომედიური, ცხოვრებისეული თუ დრამის ყურებას.


ამხელა შესავლის შემდეგ კი მინდა გაგიზიაროთ ჩემი ფავორიტი ფილმების ათეული და ვიმედოვნებ თუ ნანახი არ გაქვთ რომელიმე, მოწონებას დაიმსახურებს ნამდვილად.


ესენია:


1. "იჩქარე შეიყვარო". (A Walk To Remember)


image


ჟანრი: მელოდრამა, დრამა.


როლებში: შეინ ვესტი, მენდი მური.


მთელი სკოლის კუმირი ლენდონ კარტერი, თავისუფალი, სასტიკი, თანამედროვე ტიპია, რომლის ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის თანასკოლელი ჯეიმი, რომლიც მუდმივი დაცინვების ცენტრია თავისი განსხვავებული სტილითა და მხოლოდ სწავლის ფარგლებში ყოფნით. ფილმი, რომლის შესახებაც აღარ დავწერ იმის და გამო, რომ ბევრს არ უყვარს ფარდა ახსნილობა. მოკლედ გირჩევთ უყუროთ, ძალიან ბევრს გასწავლით ცხოვრებაში, უბრალოებას, მეგობრობას, სიკეთეს, სიყვარულს...




2. "თუ დედამთლი ურჩხულია". (Monster In Law)

image



ჟანრი: მელოდრამა, კომედია.


როლებში: ჯენიფერ ლოპესი, ჯეინ ფონდა.


ფილმი რეალურ ცხოვრებაზე დაფუძნებული, დღევანდელობის აქტუალური თემა რძალ-დედამთილი და ამ პრობლემასთან ბრძოლის შესანიშნავი ხერხების მფლობელი შარლოტა, რომელმაც ის კი იყო იპოვა თავისი ნამდვილი სიყვარული დევიდი, მაგრამ მისი დედა ვიოლა აღმოჩნდა ეჭვიანი, ეგოისტი დედა, ნამდვილი სახე დედამთილისა. გირჩევთ ორივე სქესის წარმომადგენლებს უყუროთ, რათა ხშირ შემთხვევაში დედის ენას ამყოლი კაცები, ცოტა რეალურად შეხედავთ ამ ყველაფერს, ქალებო, თქვენ კი წინ, გაითვალისწინეთ შარლოტას ხრიკები.




3. "ცხოვრება ისეთი, როგორიც არის სინამდვილეში". (Life As We Know It)

image


ჟანრი: მელოდრამა, დრამა, კომედია.


როლებში: კეტრინ ჰაიგლი, ჯოშ ლიუამელი.


ჰოლი და ერიკისთვის პირველივე საბედისწერო შეხვედრის შემდეგ ერთადერთი, რაც ახლა საერთო აქვთ ეს არის - ერთმანეთის ზიზღი და ნათლული სოფის სიყვარული, რომლის მეურვეობა ერგოთ პატარის მშობლების უეცარი სიკვდილის შემდეგ. დროა დაივიწყონ პირადი შუღლი და შეთავსებულობებზე იფიქრონ. თუ როგორ და რა ძალისხმევით ახერხებენ ამ ყველაფერს, თავად იხილეთ. ეს ფილმიც ცხოვრებისეულია და ვიმედოვნებ ბევრს გამოადგება.



4. "ნეტავ". (If Only)

image


ჟანრი: მელოდრამა, დრამა.


როლებში: ჯენიფერ ლავ ჰიუიტი, პოლ ნიკოლსი.


ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა ცოლ-ქმრის სამანტა და იანის შესახებ, რომელთა რომანტიული ცხოვრება ტრაგიკულად სრულდება, სამანტა უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა, მაგრამ სამწუხაროდ დროის უკან დაბრუნება შეუძლებელია. ამ ფილმის ნახვა ყველა ცოლ-ქმარს ჩგიღვრით უფრო მეტ სიყვარულს ერთმანეთის მიმართ, რომ არცერთი წამი არ დაკარგოთ უქმად, მოეფერეთ და გაუფრთხილდით ერთმანეთს, ვიდრე ჰყავხართ.



5. "უბის წიგნაკი". (The Notebook)

image


ჟანრი: მელოდრამა.


როლებში: რაიან გოსლინგი, რეიჩელ მაკადამსი.


გულის ამაჩუყებელი სასიყვარულო ისტორია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის მოვლენებს ასახავს. ფილმის გმირი უვნებელი ბრუნდება ბრძოლის ველიდან, მაგრამ საყვარელი ქალი სხვაზე ხვდება დანიშნული... ამით ეს ისტროია არ მთავრდება, გაგრძელებას აღარ დავწერ, თავად ნახეთ და ისიამოვნეთ ორი ადამიანის ვნებიანი, გიჟური სიყვარულით, რომელიც ღრმა მოხუცებულობაშიც ასევე გაყვებათ.



6. "შემიყვარე, თუ გაბედავ". (Love Me If You Dare)

image


ჟანრი: მელოდრამა, დრამა.


როლებში: გიიომ კანე, მარიონ კოტიარი.


უცნაური და ჰარმონიული წყვილის ისტორია, რომელთა საქციელს ხულიგნობას დაარქმევდით, თუმცაღა ისინი ხომ ბავშვები არიან, რომელთაც გამოიგონეს თამაში "გარისკავ - ვერ გარისკავ" და წლებთან ერთად ეს თამაშიც მათთან ერთად გაიზარდა. ცხოვრობდნენ და ხალისობდნენ დაოჯახების შემდეგაც, თუმცა ოჯახები საერთო არ ჰქონდათ, ერთმანეთი კი მართლა უყვარდათ, მაგრამ ოხ ეს თამაში და ოხ ეს ოჯახები, გამოსავალი კი მეტად დრამატული მოიფიქრეს. გირჩევთ თავად უყუროთ ამ ყველაფერს.



7. "თავისუფლების დევნაში". (Chasing Liberty)

image


ჟანრი: მელოდრამა, სათავგადასავლო.


როლებში: მენდი მური, მეთიუ გუდი.


ფილმი ეხება 18 წლის ანას, რომელიც ერთ-ერთი ქვეყნის პირველი პირის ქალიშვილია, დაიღალა მამის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნით, თავისუფლების წყურვილი ჰკლავს. ხოდა ერთ დღესაც ევროპაში, ის გაურბის მამის მცველებს, სადაც არნახული თავგადასვლები ელის სხვადასხვა ქვეყანაში და პოულობს ნამვილ სიყვარულს ბენ კელდერს. ძალიან კარგი ფილმია, ნამდვილად გაგამხიარულებთ.



8. "თავი მოაჩვენე ჩემს მეუღლედ". (Just Go With It)

image



ჟანრი: მელოდრამა, კომედია.


როლებში: ჯენიფერ ენისტონი, ადამ სენდლერი.


ფილმის მთავარი გმირი დენი ხვდება დელვინს, რომელსაც თავს აჩვენებს ცოლიან მამაკაცად და უყვება თავის არ არსებულ მეუღლესთან განქორწინების პირას მყოფი ურთიერთობების შესახებ. დელვინს კი უჩნდება სურვილი მისი მეუღლე გაიცნოს. დენი გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდება და დახმარებას სთხოვს თავის კოლეგა კეტრინს, რომელთაც ამ ტყუილის განხორციელების დროს ერთმანეთი მართლა უყვარდებათ. წინ კი ბევრი თავგადასავალი გელით, ნამდვილად სასიამოვნო სანახაობის ფილმია.



9. "გიჟური პაემანი". (Date Night)

image



ჟანრი: მელოდრამა, კომედია, თრილერი.


როლებში: სტივ კარელი, ტინა ფეი.


ფილმი ეხება ცოლ-ქმარ ფოსტერების მოსაწყენ ცხოვრებას, რომელთაც კვირაში ერთი დღე გასახალისებლად აქვთ "პაემანი". ამ ჯერადაც არ დაურღვევიათ ტრადიცია და თავს მისცეს უფლება ერთ-ერთ ძვირიან რესტორანში ევახშმათ, სადაც ურიგოთ შეპარვა სხვა ადამიანებად გასაღების შედეგად მოუხდათ. სწორედ ამ წუთიდან იწყება მათი გიჟური თავგადასავლები...




10. "სამოთხის ნამცეცი". (A Little Bit Of Heaven)

imageჟანრი: მელოდრამა, დრამა, კომედია.


როლებში: ქეით ჰადსონი, გაელ გარსია ბერნარი.


ფილმი ტრაგიკომედია, რომელიც მოგვითხრობს სასიკვდილო სენით შეპყრობილი 30 წლის ქალის შესახებ. მაგალითია ეს ქალი ცხოვრებისეული სირთულეების ადვილად გადალახვის, ბედშეგუებლობის და ყოველგვარი წუწუნის გარეშე ცდილობს რაც შეიძლება უმტკივნეულოდ და სიხარულით გალიოს ცხოვრების დარჩენილი რამოდენიმე თვე. (ჩემს ფილმებში პირველი ადგილი ეკუთვნის)


იმედია მოგეწონათ ჩემი რჩეული ფილმების ათეული.

19
3445
21-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
3445
  
2014, 22 მარტი, 21:52
"ინტუიცია" :)
2014, 22 მარტი, 21:48
ეგეც:D და მაგის მსგავსიც წინადადება რომ ქვია სანდრა ბალოკი რომ ტამასობს
2014, 22 მარტი, 21:21
:* ;) "ნაკიანი წელიწადი". ეს??
2014, 22 მარტი, 21:09
შეფასებული მაქვს სიხარულო და ყველა ფილმი ვიცი
2013, 5 დეკემბერი, 14:51
იჩქარე შეიყვარო:)
2013, 1 სექტემბერი, 23:40
ეს ის ფილმებია, რომელთა ყურება არ მომბეზრდება :))
2013, 1 სექტემბერი, 22:56
ყველა ნანახი მაქვს
1.იჩქარე შეიყვარო
2.უბის წიგნაკი
3.შემიყვარე თუ გაბედავ... მიყვარს
2013, 23 აგვისტო, 17:54
ველოდები შენს სიას :)
2013, 23 აგვისტო, 17:50
გუშინ ინ-იანის სტატია, ახლა ეს... მოკლედ მეც მომანდომეთ რაღაც ჩემი სიის შექმნა:)) კარგია:)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10