კინო ფილმებში დაშიფრული 15 ცნობილი ნახატი, რომლებიც აქამდე არ შეგიმჩნევიათ 2019, 27 აგვისტო, 10:32 ყველა ჩვენგანი ცვლილებებისა და კატაკლიზმების ეპოქაში ცხოვრობს. კინემატოგრაფიას ხომ საუკუნეების წინ ჩაეყარა საფუძველი. სანამ ტელევიზია პოპულარული გახდებოდა, ადამიანები უახლესი კინოფილმების საყურებლად კინოთეატრებში იყრიდნენ თავს. იაფფასიანი ამბების ჩვენებით დაწყებული, კინემატოგრაფია, დიდ კომერციულ ინდუსტრიად და თავისუფალი დროის გასატარებელ საუკეთესო საშუალებად იქცა. თუმცა, დროის ცვლილებასთან ერთად დაიხვეწა ყველაფერი ამ დარგში და უფრო სასიამოვნო საყურებელი გახდა თავისი ეფექტებით, ფერებითა და ჟანრობრივი განხრით. მეც და მათ შორის ალბათ ყველა თქვენგანს გექნებათ თქვენი ფავორიტი ფილმი, რომლის მრავალჯერ ყურება არაჩვეულებრივ სიამოვნებას განიჭებთ. ფილმებსა და საერთოდ კინემატოგრაფიას თანამედროვე ეპოქაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში. საზოგადოების ინტერესს იწვევს მსოფლიო კინომწარმოებლების ყველა ახალი წამოწყება, ახალი ფილმები, თავად ამ ფილმების შემქმნელებისა თუ მათში მონაწილე გმირების ისტორიები როგორც ფილმში, ასევე ფილმს გარეთ. ამის გამოა, რომ თანამედროვე კინოინდუსტრია მუდმივი "დაკვირვების" ქვეშაა, შესანიშნავი ნიჭის წყალობით კი მსახიობები თუ შოუ-ბიზნესის სხვა წარმომადგენლები, სამუდამოდ რჩებიან მაყურებლის გულში. წელიწადში მილიონობით ფილმს იღებენ და ბევრი მათგანი ხდება უკვდავი და დამსახურებული მაყურებელთა გადაწყვეტილებით, ვინაიდან უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინეს მათ გრძნობებზე ამა თუ იმ მსახიობებმა, რადგან მათ გაარღვიეს მაყურებლის გულებში ყველა მწვერვალი და მოიპოვეს უკვდავი გენიის სტატუსი, რის გამოც გიჩნდებათ სურვილი უსასრულოდ უყუროთ საყვარელ სცენებს. ვტკბებით კინო მოყვარულები- ძლიერი, საყვარელი და უბრალოდ სასიამოვნო სანახავი ფილმებით, ამ დროს კი წარმოდგენა არ გვაქვს, მსახიობებმა თუ რეჟისორმა რამდენი დრო, ენერგია და შრომა ჩადეს თითოეული ეპიზოდის გადაღებისას. კინო მართლაც ღრმა და საოცარი მიმართულებაა ხელოვნებაში. მას შეუძლია მოგვითხროს არა მხოლოდ თანამედროვეობის, ცხოვრების, ისტორიისა და ყოველდღიური ცხოვრების ყველაზე აქტუალური პრობლემების შესახებ, არამედ შეიცავს ცნობებს ფერწერის ყველაზე მნიშვნელოვან და ღირებულ მაგალითებზე. მხატვრობაში თუ კარგად ერკვევით და კინოც გიყვართ, მაშინ ალბათ მიხვებოდით რამდენ ცნობილ და საინტერესო ნახატს შეიცავს კინემატოგრაფია. თუ აქამდე არ შეგიმჩნევიათ, დღევანდელ სტატიაში 15 მაგალითს წარმოგიდგენთ. 1. დენი ბოილის ფილმი "ნემსზე", - ნახატი "ჰორიზონტის საიდუმლოებები", მხატვარი რენე მაგრიტი. 2. ჯუზეპე ტორნატორეს ფილმი "მალენა" - რენე მარგრიტის ნახატი "ჯორჯეტა მარგრეტი". 3. ანდრეი ზვიაგინცევის ფილმი "დაბრუნება" - ანდრეა მანტენეას ნახატი "მკვდარი ქრსტე". 4. ჯონ მაკტირნანის ფილმი "თომას ქრაუნის აფიორა" - რენე მაგრიტის ნახატი "ადამიანის ძე". 5. გუსტავ დოიჩის ფილმი "შირლი: რეალობის სურათები" - ედვარდ ჰოპერის ნახატი "ნიუ-იორკის კინოთეატრი". 6. ანდრეი ტარკოვსკის ფილმი "სოლარისი" - რემბრანდტის ნახატი "უძღები ძის დაბრუნება". 7. ბარი ჯენკინსის ფილმი "მთვარის შუქი" - რენე მაგრიტის ნახატი "საღამოს კაბა". 8. ვინსენტ ვინელის ფილმი "ცხოვრების წყურვილი" - ვინსენტ ვან გოგის ნახატი "ღამის კაფე". 9. ჟან ლუკ გოდარის ფილმი "ვნება" - ჟან ოგიუსტ დომინიკ ენგრის ნახატი "პატარა მობანავე, ჰარემის ინტერიერი". 10. ჯორჯ კიუკორის ფილმი "ვარსკვლავის დაბადება" - ედგარ დეგას ნახატი "მოცეკვავეები იკრავენ პუანტს". 11. გერბერტ როსის ფილმი " ხურდები ზეციდან" - ედვარდ ჰოპერის ნახატი "ღამის ხალხი". 12. რობერტ ზემეკის ფილმი "ფორესტ გამპი" - ენდრიუ უაიეტის ნახატი "კრისტინას სამყარო". 13. მარტინ სკორსეზეს ფილმი "შეშლილთა კუნძული" - გუსტავ კლიმტის ნახატი "კოცნა". 14. ჯონათან გლეიზერის ფილმი " სექსუალური ცხოველი" - მარკ შაგალის ნახატი "ქალაქის თავზე". 15. კენ რასელის ფილმი "გოთიკა" - ჰენრი ფიუზელის ნახატი "ღამის კოშმარი". იხილეთ აგრეთვე: მსგავსი სტატიები 3305 11-ს მოსწონს
|