x
მეტი
  • 08.07.2024
  • სტატია:135831
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510212
თერმოლიფტინგი ანუ RF-ლიფტინგი

imageთერმოლიფტინგი ანუ RF-ლიფტინგი წარმოადგენს ლიფტინგის რადიოტალღურ ანუ უოპერაციო მეთოდს. პირველად
მეთოდი გამოიყენა ჩეხმა მეცნიერმა ცეინეკმა 1905 წელს ძვლების და სახსრების სამკურნალოდ.შემდეგ რადიოტალღების საფუძველზე
შემუშავდა ესთეტიკური პროცედურები, მათ შორის თერმაჟი და თანამედროვე ფიზიოთერაპიის და აპარატული კოსმეტოლოგიის სხვა RF-მეთოდიკა.

ბოლო 10- 15 წელია მეთოდი ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიაში ასაკის საწინააღმდეგო პროცედურად.
ამ დროს ხდება კანის გაახალგაზრდავება და გადაჭიმვა უოპერაციოდ და მიიღება ხანგრძლივ-მოქმედი ეფექტი.
მაღალსიხშირული ელექტრული ველი მოქმედებს დერმაზე და ჰიპოდერმაზე კანის ზედაპირული შრის გამოტოვებით, რაც იწვევს ნივთიერებათა ცვლის გააქტიურებას, სისხლის და ლიმფის მიმოქცევის, კოლაგენის და ელასტინის სტრუქტურის გაუმჯობესებას.
კანის გაახალგაზრდავება ხდება უჯრედების ბუნებრივი სტიმულაციის გზით, ამის შედეგად იმატებს კანის ტონუსი და ის ხდება უფრო მკვრივი, ( ოპერაციული გადაჭიმვის შედეგად კანი პირიქით თხელდება). მეთოდი აბსოლუტურად უმტკივნეულო
და უსაფრთხოა. შედეგი ვლინდება მომენტალურად, ალაგებს პატარა და საშუალო ზომის ნაოჭებს (თვალის გარშემო, ტუჩის ნაოჭები), სტრიებს, ასწორებს „ფორთოხლის“ და მოდუნებულ კანს ( სახე, „დეკოლტეს“ მიდამო, მხრის შიდა ზედაპირი, მუცელი, ბარძაყები, დუნდულოები), აუმჯობესებს კანის სტრუქტურას, ასწორებს ლიპოსაქციის შემდგომ დეფექტებს.
პროცედურას სჭირდება 20-დან 120 წთ-მდე დამუშავების ადგილის მიხედვით. საშუალოდ რეკომენდებულია 5-6 პროცედურა.
ეს მეთოდიკა მნიშვნელოვანია ცელულიტის კომპლექსურ მკურნალობაში, არ საჭიროებს ანესთეზიას და რეაბილიტაციის პერიოდს. ეფექტურობის მიუხედავად თერმოლიფტინგს
გააჩნია გაკვეული გვერდითი მოვლენები. ულტრაბგერითი, სითბური
ან ოპერაციული ჩარევის შემდეგ კარკასული სტრუქტურის დარღვევა ნორმალური დაბერების პროცესის ფონზე (რასაც ადამიანის ორგანიზმი განიცდის) უფრო სწრაფად მიმდინარეობს.
თერმოლიფტინგი გარკვეულწილად ტრავმაა და ტრავმირებული ადგილები კი უფრო დასუსტებულია.
image


0
512
1-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
512
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0