x
image
ბესო დანელია
საინტერესო ფაქტები Facebook-ის შესახებ
image

Facebook-ს ყავს 350 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი, აქედან 35 მილიონზე მეტი თავის სტატუსს ყოველდღე ანახლებს.
ამ საიტზე ყოველთვიურად 2, 5 მილიონზე მეტი ფოტოსურათი იტვირთება.
Facebook-ის საშუალო მომხმარებელს 130 მეგობარი ჰყავს.
ბავშვები და 18 წლამდე მოზარდებში Facebook-ს პოპულარობით მესამე ადგილი უკავია YouTube და Google-ის შემდეგ.
500 უმსხვილეს კოლეჯში ჩატარებული გამოკვლევების თანახმად, მიმღები კომისეიბის 10% ათვალიერებდა სტუდენტების ექაუნთებს სოციალურ ქსელებში, რამაც იმოქმედა მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე.
Facebook ქვეყანა რომ ყოფილიყო, სიდიდით მეხუთე ყვეყანა იქნებოდა ჩინეთის, ინდოეთის, აშშ-სა და ინდონეზიის შემდეგ.
საშუალო მომხმარებელი Facebook-ზე დღეში 55 წუთს ხარჯავს.
საინტერესოა, რომ Facebook-ის მომხმარებელთა 70% აშშ-ს ფარგლებს გარეთ ცხოვრობს
ფორბსის მონაცემებით Facebook-ის შემქმნელი და მფლობელი მარკ ცუკერბერგი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია.
Facebook აკრძალულია სირიაში, ჩინეთში, ვიეტნამში და ირანში.
ტყუპებმა ტაილერ და კამერონ ვინკლოვსებმა ცუკერბერგს სასამართლოში უჩივლეს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ცუკერბერგმა მათი იდეა მიითვისა მას შემდეგ, რაც საკუთარი სოციალური ქსელისთვის პროგრამის დასაწერად დაიქირავეს. საქმე დარეგულირდა, მაგრამ შეთანხმების თანხა არ სახელდება.
საინტერესოა, რომ თავდაპირველად ამ პროექტს ერქვა "Thefacebook", მაგრამ 2005 წელს საიტის სახელი გამარტივდა.
60%-ზე მეტი ქალი და მამაკაცი იყენებს Facebook-ს ყოფილი მეუღლის "დევნისთვის".
ფსიქოლოგებმა შემოიღეს ტერმინი FAD (Facebook-სე დამოკიდებულება), როგორც ნარკომანიის ახალი სახეობა!

image

image


image

image

2
192
11-ს მოსწონს
ავტორი:ბესო დანელია
ბესო დანელია
192
  
2013, 22 აგვისტო, 20:49
დიდი მადლობა
2013, 22 აგვისტო, 15:13
როგორც ყოველთვის, ძალიან საინტერესო სტატიაა.
0 1 2