x
რა უნდა იცოდეს ყველა ადამიანმა თაფლის შესახებ

imageimage აბსოლიტურად ყველა ელემენტი, რომელსაც შეიცავს თაფლი სასარგებლოა ორგანიზმისთვის. მას აქვს ანტიბაქტერიული და ანტისეპტიკური მოქმედება.აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, იგი აძლიერებს იმუნურ სისტემას, აუმჯობესებს მონელებას, თაფლი და რძე კლასიკური საშუალებაა გაციებისას, ხსნის ცხვირის და ყელის ტკივილს. თაფლის ფერის მიხედვით განისაზღვრება მისი გემო და ხარისხი;ღია ფერის თაფლი არის მინდვრის.მუქი ფერის ტყის, რომელიც უფრო სასარგებლოა და მდიდარია მინერალებით. უმჯობესია დაიცვათ მისი მიღების წესები;იგი უნდა მიირთვათ ჭამამდე 20-30 წუთით ადრე, ზრდასრულმა 150გ.ხოლო ბავშვაბმა 30-50გრამამდე დღეში.არ შეიძლება თაფლის დამატება ცხელ ჩაიში, რადგან60 გრადუსის ზევით წარმოიქმნება მავნე ნივთიერებები, რომელიც ზოგადად ზრდის გულის დატვირთვას.თაფლის ჭარბი მიღება მოქმედებს ნერვიულ სისტემასზე და იწვევს ნივთიერებათა ცვლის დარღვევას. თაფლი სასრგებლოა და საუკეთესო დანამატია კოსმეტიკაში.მისი ნიღბები ხელს უწყობს კანის განახლებას, ხდის უფრო გლუვს და ბზინვარეს.თაფლი აძლიერებს თმის ძირებს და აჩერებს თმის ცვენას.შეურიეთ ერთმანეთს თაფლი, შვრიის ფანტელები და გახეხილი ნუში-მზად არის ბუნებრივი სკრაბი.თაფლი საუკეთესოდ ინახება მინის მუქ ჭურჭელში ბნელ ადგილზე -5დან+20გრადუსამდე და არ კარგავს თვისებებს ერთი წლის განმავლობაში.

2
1109
6-ს მოსწონს
ავტორი:kaligula
kaligula
1109
  
2013, 1 სექტემბერი, 22:53
ნამდვილად, უებარი და სასწაული ნივთიერებაა თაფლი, სწორედ ამ საკითხზე ვისაუბრე მეც დღეს ჩემს სტატიაში.
2013, 22 აგვისტო, 18:27
კარგი სტატია, და სხვათაშორის ეხლა სწორედ თაფლს ვჭამ
0 1 2