ზაფხული- ვისთვის დასვენება, ვისთვის გადაღლა..
სტატია იმათთვის ვინც ამ ზაფხულს არ გასულა ქალაქიდან ან ვინც გავიდა, მაგრამ არა ზღვაზე..ვინც დღემდე ათვალიერებს "facebook"-ზე მეგობრების ბედნიერ გარუჯულ ფოტოებს და სუნთქავს აგვისტოში თბილისის ჩახუთულ ჰაერს.ვინც ამ დასვენებით დაიღალა და ერთი სული აქვს მოვიდეს სექტემბერი და დაუბრუნდეს ჩვეულებრივ რეჟიმს.ვინც სახავს გეგმებს იმისას, თუ როგორ დაისვენებს მომავალ წელს და ახსენდება წინა ზაფხულსასც იგივეს გეგმავდა.ამ სტატიას არ კითხულობს სხვა ადამიანი, რადგან ინტერმედიაზეც მხოლოდ ისინი დავრჩით ვინც არ ვისვენებთ..არ ვიცი რატომ დავწერე ეს სტატია, ცხოვრებაში პირველად გამაღიზიანა ამ უთანასწორობამ, დაცარიელებულმა ქალაქმა, ამ სიმშვიდემ და სიწყნარემ.ეს სტატია არის მათთვის
ვისთვისაც ზაფხული განტვირთვა კი არ არის, არამედ უარესი გადაღლა, უფრო მეტი პრობლემა, უფრო მეტი საფიქრალი და უფრო ძლიერი სურვილი ამ სამი თვის სწრაფად გასვლისა.არავითარ შემთხვევაში ეს არ არის შური, შესაძლოა მარტო მე ვარ ასე, შესაძლოა არა..უბრალოდ მინდა ამ სტატიის ადრესატებს მთელი გულით და უდიდესი სურვილით, ვუსურვო ისეთი წარმატებული წელი რომ მომავალ ზაფხულს შეძლოს როგორც ფიზიკური ისე სულიერი დასვენება..
![ზაფხული- ვისთვის დასვენება, ვისთვის
გადაღლა.. image](http://server2.intermedia.ge/article_images/small/201308/2013082113145217981.jpg)