ბრაზილიური მოხეტიალე ობობა
ეს ობობა გინესის რეკორდების წიგნში შეტანილია, როგორც მსოფლიოში ყველაზე შხამიანი ობობა .
ძირითადად ბინადრობენ სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში. მათი შხამი შეიცავს ნეიროტოქსინ PhTx3-ს, რომელიც იწვევს კუნთების დამბლასა და სუნთქვით პრობლემებს, რაც საბოლოოს სიკვდილით სრულდება .
ექვსთვალა ქვიშის ობობა
ეს ობობა ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე შხამიან და აგრესიულ ობობად . ბინადრობს სამხრეთ აფრიკის უდაბნოებსა და ქვიშიან ადგილებში .
მის შხამს აქვს ჰემოლიტიკური და ნეიროტოქსიკური ეფექტი, რაც სწრაფად იწვევს მსხვერპლის სისხლძარღვების დაზიანებას, შინაგან სისხლდენას, შინაგანი ორგანოების დესტრუქციას .
მისი ლათინური სახელი "Sicarius" - მკვლელს აღნიშნავს .