საბუნებისმეტყველო საოცარი ფაქტები დათვებზე 2013, 5 მაისი, 21:53 საინტერესო ფაქტები დათვების შესახებ.
მალაიური და ტუჩა დათვების მამრები 10-25 პროცენტით მეტს იწონიან, ვიდრე მდედრები. ორივე ამ სახეობას მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთი მეწყვილე ჰყავთ. სხვა სახეობის მამრები, რომლებსაც რამდენიმე მეწყვილე ჰყავთ, 100 პროცენტით მეტს იწონიან მდედრებზე. ბარიბალის ბეწვისგან იკერება სპეციალური ჰუსარული ქუდები. 1953 წელს ბრიტანეთის კოლუმბიაში 700 ბარიბალი დახოცეს, რათა შეეკერათ ჰუსარული ქუდები დედოფალ ელიზაბეთ მეორის მეფედ კურთხევის ცერემონიალისათვის. თეთრი დათვი და ჩრდილოეთ ამერიკის მურა დათვი ერთმანეთს ეჯიბრებიან ხმელეთის ყველაზე დიდი მტაცებლის ტიტულის მოსაპოვებლად. ჯერჯერობით ლიდერობს თეთრი დათვი, რომლის წონამაც 1002 კილოგრამს მიაღწია. ყველაზე პატარაა მალაიური დათვი, რომელიც 27 კილოგრამს იწონის. თეთრ დათვებს საუკეთესოდ განვითარებული ყნოსვის შეგრძნება გააჩნიათ. სელაპის დამწვარი ქონის სუნი მათ 3 კილომეტრის სიშორეზე სცემთ. მეცნიერები დათვის ასაკს ადგენენ კბილების მიხედვით. მიკროსკოპში კარგად ჩანს კბლიზე არსებული სპეციალური რკალები. თითქმის ისევე, როგორც ხეების წლოვანების აღმნიშვნელი რგოლები. მურა დათვის ერთ-ერთი ქვესახეობა - გრიზლი - ცნობილია, როგორც საზარელი დათვი. დათვები არსებობდნენ (ან ახლაც არსებობენ) ყველა კონტინენტზე, გარდა ავსტრალიისა. ერთ დროს დათვები ბინადრობდნენ ჩრდილოეთ აფრიკის მთიანეთში, თუმცა გასულ საუკუნეში აფრიკის კონტინენტზე ისინი გადაშენდნენ . ერთ დროს ბრიტანეთის კუნძულებზე ბევრი დათვი ბინადრობდა, თუმცა მეთორმეტე საუკუნეში ისინი გადაშენდნენ. გვიან ზაფხულში დათვი დღეში 20 000 კალორიამდე იღებს, რათა დააგროვოს ზამთრისათვის საკმარისი ცხიმი ფენა. ზამთრის ზილის დაწყებამდე მურა დათვს, საშუალოდ, 15-20 სმ-ის სისქის კანქვეშა ცხიმის ფენა აქვთ. მურა დათვის ახალშობილი ბელი იწონის დედის წონის მხოლოდ შვიდას მეოცედ ნაწილს ! 907 10-ს მოსწონს
|