პროზა დორიან გრეის პორტრეტი 2013, 18 აგვისტო, 16:06 –ყველა ჩვენთაგანს, ჩვენი საიდუმლო გვაქვს.– –მე ისეთი ვარ, როგორიც ვარ– ვერაფერს შეცვლი.– –ხშირად ჩვენი ცხოვრების ავთენტური ტრაგედიები ღებულობენ ისეთ არაესთეტიურ ფორმას, რომ შეურაცხვყოფენ თავისი უხეში ძალადობით, მთლიანად მადლს მოკლებული უკიდურესი არალოგიკურობით და უაზრობით. –ჩვენ ვგრძნობთ მათში მხეცურ ბუნებას და აჯანყებას ვაწყობთ მის წინააღმდეგ. – სილამაზე ორიგინალურია, მაგრამ მოქმედების დრამატიზმი გვიზიდავს. მოულოდნელად ვამჩნევთ რომ უკვე აღარ ვართ მოქმედი პირები ამ ტრაგედიის არამედ ვართ მისი მაყურებლები. –ცხოვრება სულის ფორმირებისას, ანგრევს სხეულს. –შემთხვევით განათებული საგნები ოთახში, განთიადის ცის ტონი, სურნელი– დაკავშირებული სასიამოვნო მოგონებასთან, დავიწყებული ლექსის ფრაზა, რომელიც ისევ ნახეთ წიგნში, მუსიკალური ფრაზა პიესიდან, რომელსაც უკვე აღარ დაგიკრავთ–აი ასეთ წვრილმანებზეა დამოკიდებული თქვენი ცხოვრების დინება. –თქვენ საოცარი ადამიანი ხართ მისტერ გრეი. იცით მეტი ვიდრე გგონიათ, მაგრამ ცოტა ვიდრე გინდოდათ რომ გცოდნოდათ. –გახდე მაყურებელი საკუთარი ცხოვრების–ეს ნიშნავს დაიცვა თავი მიწიერი ტანჯვისაგან. –მოხვედით რომ დაგემშვიდებინეთ, ეს ძალიან ლამაზია თქვენი მხრიდან. მაგრამ მნახეთ უკვე დამშვიდებული და ბრაზობთ. აი ეს არის ადამიანური თანაგრძნობა. –ყოველგვარი ჭორის საფუძველი–რწმენაა უზნეობის. –ეს იყო აღსარება. და ამის შემდეგ მე თითქოს რაღაც დამაკლდა. არასდროს არ ღირს განცდების სიტყვებით გადმოცემა. –არსებითად ხელოვნება–სარკეა, ანარეკლი იმისა რაც იქ ჩანს, და არა სიცოცხლე. 178 7-ს მოსწონს
|