პროზა იგავი: ორი მგელი 2013, 12 მარტი, 0:12 ერთხელ მოხუცმა ინდიელმა თავის შვილიშვილს გაუმხილა ცხოვრების ერთი ჭეშმარიტება: “ყოველ ადამიანში მიდის შინაგანი ბრძოლა, რომელიც ძალიან გავს ორი მგლის ბრძოლას. ერთი მგელი წარმოადგენს ბოროტებას__ შური, ეჭვი, ეგოიზმი, ამბიცია, ტყუილი..., მეორე მგელი წარმოადგენს სიკეთეს__ მშვიდობა, სიყვარული, იმედი, ჭეშმარიტება, სიკეთე და ერთგულება..." პატარა ინდიელი, სულის სიღრმემდე შეძრული ბაბუას სიტყვებით, რამდენიმე წამის შემდეგ მას ჰკითხავს: “ ბოლოს რომელი მგელი გაიმარჯვებს?." მოხუცი ინდიელი გაიღიმებს და მიუგებს: “ყოველთვის გაიმარჯვებს ის მგელი, რომელსაც შენ კვებავ." 725 2-ს მოსწონს
|